თსუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი დააკავეს

თსუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი დააკავეს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივ გულგრილობაში ეჭვმიტანილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, თამარ ნემსიწვერიძე დააკავეს. ნემსიწვერიძის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპით აღნიშნული 92 დასახელების წიგნი. ასევე დაკავებულია ქურდობაში ეჭვმიტანილი, ამავე ბიბლიოთეკის ყოფილი კომენდანტი თამაზ ნიკოლეიშვილი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, წარსულში ქრთამის აღებისთვის ნასამართლევი, მფრინავთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჭელიძე. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობაში ეჭვმიტანილ ვაჟა აზარიაშვილსა და ზურაბ აღდგომელაშვილს, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით, უცხოეთში რეალიზაციის მიზნით ხელს უწყობდა მოპარული წიგნების ქ.თბილისის აეროპორტიდან ეტაპობრივად უკრაინის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაში.

საზღვარზე წიგნების ბოლო გადატანის სანაცვლოდ მერაბ ჭელიძემ 6 000 აშშ დოლარი აიღო. თუმცა, აღნიშნული ტვირთი დაკავებულ იქნა უკრაინის საბაჟო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

მე-18 და მე-19 საუკუნის ისტორიული მნიშვნელობის გატაცებული წიგნები აღმოჩენილ იქნა უკრაინის სახელმწიფო ისტორიულ ბიბლიოთეკაში. წიგნების დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის შს მთავარი სამმართველო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე , 180-ე და 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით. ეჭვმიტანილები დუმილის უფლებას იყენებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ