საბერძნეთში ბანკის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი ორი პირი წარმოშობით საქართველოდან არის.
აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაყაჩაღებასა და მძევლების აყვანის საქმეზე სამი დაპატიმრებულიდან ორი წარმოშობით საქართველოდან არის, ერთი - ეგვიპტიდან, თუმცა სამივე საბერძნეთის მოქალაქეა.
ძარცვის მცდელობა ბანკში გუშინ მოხდა. თავდამსხმელებმა 18 ადამიანი დაატყვევეს. მოლაპარაკებების შედეგად მძარცველები ჩაბარდნენ. სპეცოპერაციის დროს არც ერთი მძევალი არ დაშავებულა.
პოლიციის ცნობით, ეჭვიმტანილებს, ამ ყაჩაღობის გარდა, კიდევ მრავალ დანაშაულში ედებათ ბრალი. ერთ-ერთი მათგანი კვიპროსზე მკვლელობისთვის იძებნებოდა. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.