საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, შავი ზღვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე კინგ-სტოუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს.
გემი ფოთის პორტის მე-14 ნავმისადგომზე დგას, მისი გათავისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხდება.
გემი რკინის კონსტრუქციებით არის დატვირთული და თურქეთიდან უკრაინისკენ მიცუარვდა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ზღვის დაბინძურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზარალის სანაცვლოდ გემის ეკიპაჟს 66 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა ევალება.