კუდ-მა ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო მოხელეები დააკავა

კუდ-მა ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო მოხელეები დააკავა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთისა და კახეთის რეგიონში ორი სახელმწიფო მოხელე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შს-ს ვებგვერდი ავრცელებს.

ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამშრომელი ნოდარ ებანოიძე. გამოძიების ვერსიით, მუნიციპალური ქონების პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 2000 აშშ დოლარი.

ასევე, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თულარის რწმუნებული აივაზ ნასიბოვი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდა ქრთამს. იგი დაკავებული იქნა 600 ლარის აღების ფაქტზე.

დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ