საპატიმროებს დღეს 50-მდე პატიმარი დატოვებს

საპატიმროებს დღეს 50-მდე პატიმარი დატოვებს

საპატიმროებს დღეს, წინასწარი ინფორმაციით, 50-მდე პატიმარი დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტს პატიმრების შეწყალების რეკომენდაციით შეწყალების კომისიამ 22 აგვისტოს მიმართა.

კომისიის რეკომენდაციით, დაახლოებით, 50 პატიმარი შეწყალებული უნდა იყოს, 20-მდე პატიმარს კი სასჯელი გაუნახევრდეს.

ამასთან, 12 არასრულწლოვანი პატიმრიდან, რომელთაც შეწყალებაზე ჰქონდათ განაცხადები წარდგენილი, უმეტესობა მძიმე დანაშაულებისთვის იხდის სასჯელებს და, საბოლოოდ, კომისიის შემადგენლობის უმრავლესობამ მათ შეწყალებაზე უარი თქვა. შეწყალებულია მხოლოდ რამდენიმე არასრულწლოვანი.

რაც შეეხებათ ქალებს, 17 ქალი პატიმრიდან შეწყალების რეკომენდაცია მხოლოდ ექვსზე გაიცა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ