სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს 211 პატიმარი დატოვებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 240 პატიმარი; აქედან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 211, მათ შორის - 3 არასრულწლოვანი და 10 ქალი მსჯავრდებულია. შესაბამისად, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ.
მინისტრის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 27 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო 2 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალება მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელდა.