საფრანგეთის პოლიციამ ნიცაში ”ქართული მაფიის” წევრები დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ნიცაში ”ქართული მაფიის” წევრები დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ქართული მაფიის ორი წარმომადგენელი დააკავა, რომლებიც დანაშაულთა სერიაში არიან ეჭვმიტანილნი.

ნიცას პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, მეორეს კი სასტიკი მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა ბრალდება. დაკავებულთა მიმართ სამშობლოში ექსტრადირების პროცედურის ინიციატივა განიხილება.

ამასთან, ფრანგული პოლიცია ლაჟვარდოვან სანაპიროზე ე.წ. კავკასიური დანაშაულებრივი დაჯგუფებების გავლენის გაძლიერებაზე საუბრობს. როგორც ფრანგი ექსპერტები ამბობენ, საქართველოდან, სომხეთიდან და ჩეჩნეთიდან ემიგრანტების ორგანიზებული კრიმინალური გაერთიანებები ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა და გაძლიერდა.

წელს გაზაფხულზე ევროკავშირის ქვეყნების სპეცსამსახურებმა ე.წ. ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგად ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში, საერთო ჯამში, 69 ადამიანი დააკავეს.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა