ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია შანდუნის ასობით მცხოვრები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ძალით წაიყვანეს და უფასო სამუშაო ძალად იყენებდნენ, კომპანია ”მიცუბიშისთვის” სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ჩინელებს შრომას სწორედ ამ იაპონური კომპანიის საწარმოებში აიძულებდნენ.
კოლექტიური სარჩელი კორპორაციის სათაო ოფისსა და ჩინეთში არსებულ მის განყოფილებებს 18 სექტემბერს, იაპონელთა ინტერვენციის დაწყების 79-ე წლისთავზე წარედგინებათ. ჩინეთის მოქალაქეებმა სარჩელის კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც იაპონიის მთავრობისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის მიღებას ორი ათწლეულის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ.
მოსარჩლეები მოითხოვენ, რომ კორპორაცია ”მიცუბიშმა” თითოეულ მათგანს ოფიციალურ მობოდიშებასთან ერთად 14,8 ათასი დოლარიც გადაუხადოს.
ჩინური მხარის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის მთავრობამ ძალადობრივი გზით ქვეყნიდან 40 ათასი ჩინელი გაიყვანა, რომლებსაც უფასო მუშახელის რანგში იყენებდა.
”ქვეყნის 40-წლიანი ოკუპაციის გამო” ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია იაპონიისგან ორი კვირის წინ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მოითხოვა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.