პოლონეთი სამი ათასამდე ქართველი არალეგალის საქმეს განიხილავს

პოლონეთი სამი ათასამდე ქართველი არალეგალის საქმეს განიხილავს

პოლონეთში სამი ათასამდე ქართველი არალეგალის საქმე განიხილება, - ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს ელჩმა, კოტე ქავთარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ესენი არიან ის ქართველები, რომლებიც პოლონეთში არალეგალურად მოხვდნენ, გადაკვეთეს პოლონეთის საზღვარი და პოლონეთის მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვენ.

"ეს ადამიანები იმყოფებიან საემიგრაციო ბანაკებში და ითხოვენ თავშესაფარს. თუმცა, პოლონეთის რესპუბლიკა მათ, სავარაუდოდ, თავშესაფარს არ მისცემს", განმარტა კოტე ქავთარაძემ.

ელჩის თქმით, არალეგალი ქართველები, სავარაუდოდ, საქართველოში იქნებიან დეპორტირებულები.

კოტე ქავთარაძის ინფორმაციით, პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია ეტაპობრივად ხორციელდება და ბოლო პერიოდში, დაახლოებით, 500-600 ქართველია დეპორტირებული.

თუ როდისთვის იგეგმება შემდგომი დეპორტაცია, ჯერ უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ