ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხში საკონსულო დეპარტამენტი ჩაერთო

ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხში საკონსულო დეპარტამენტი ჩაერთო

მეკობრეების მიერ დაკავებული გემის გათავისუფლების საკითხში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირდაპირი კავშირი ჯერ ვერ ხერხდება, ვინაიდან იმ ტერიტორიაზე, სადაც მეკობრეების მიერ გემია დაკავებული, ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არსებობს. შესაბამისად, კალანდაძის თქმით, გემის გათავისუფლების პროცესში ჩართულია მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ყველა საელჩო.

ამასთან, უცნობია დაკავებული 15 ქართველი მეზღვაურის ვინაობა. "გემზე საქართველოს 15 მოქალაქეა დაკავებული. ჩვენ შედარებით გვიან შევიტყვეთ ამის შესახებ. გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ დაზუსტებული ინფორმაცია და ვიმოქმედოთ აქტიურად. ჩვენ დავუკავშირდით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ვისაც შეუძლია დახმარება გაგვიწიოს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მეკობრეებმა სატვირთო გემი გაიტაცეს, რომელზეც საქართველო 15 და თურქეთის 3 მოქალაქე იმყოფებიან.

სატვირთო გემი MV OLIB G, რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავდა, მეკობრეებმა ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილიდან გაიტაცეს.

საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ინფორმაციით, ადენის ყურეში მეკობრეების თავდასხმების რაოდენობა 2010 პირველ ნახევარში საგრძნობლად შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში 33 თავდასხმა მოხდა, 2009 წლის ანოლოგიურ პერიოდში კი 86 თავდასხმა განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ