ბათუ საღინაძემ ევროსასამართლოში საქმე მოიგო

ბათუ საღინაძემ ევროსასამართლოში საქმე მოიგო

შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბათუ საღინაძემ საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოში საქმე მოუგო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საღინაძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა აცნობა, ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საღინაძისთვის 90 000 ევროდ ღირებული საცხოვრებელი სახლის ან იმ კოტეჯის გადაცემა დააკისრა, საიდანაც საღინაძე 2005 წელს უკანონოდ გამოასახლეს.

ევროსასამართლომ ხელისუფლებას, ასევე, დააკისრა საღინაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ევროს ოდენობით.

საქმე ეხება საღინაძის საკუთრების უფლების დარღვევას, რომელიც ადვოკატებს ევროსასამართლოში ჰქონდათ გასაჩივრებული.

როგორც გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, 2005 წელს საღინაძე შსს-ს მიერ საკუთრებაში გადაცემული კოტეჯიდან უკანონოდ გამოასახლეს. ყოფილ შს მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს მასთან პიროვნული დაპირისპირება ჰქონდა და სამსახურიდანაც დაითხოვა.

გარდა სამოქალაქო საქმისა, საღინაძემ სტრასბურგში მის მიმართ საქართველოში წარმოებული სისხლის სამართლის საქმეც გაასაჩივრა, თუმცა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

საღინაძეს ლევან კალაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტების გაყალბებასა და გამოძიების არაობიექტურად წარმართვაში დაედო მსჯავრი. იგი პატიმრობაში იმყოფება.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საღინაძის კომპენსაციის გასაცემად 3-თვიანი ვადა მისცა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ