სომალელმა მეკობრეებმა რეკორდული გამოსასყიდი მიიღეს

სომალელმა მეკობრეებმა რეკორდული გამოსასყიდი მიიღეს

სომალის სანაპიროსთან დატყვევებული ორი სავაჭრო ხომალდის გათავისუფლების სანაცვლოდ სომალელმა მეკობრეებმა რეკორდული 12,3 მლნ დოლარი მიიღეს.

მეკობრეებს სამხრეთკორეული ნავთობტანკერის "სამხო დრიმის" გათავისუფლებისთვის 9,5 მლნ დოლარი გადაუხადეს, სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი "გოლდენ ბლესინგისთვის" კი - 2,8 მლნ დოლარი.

"დილით 9,5 მლნ დოლარი მივიღეთ, ახლა კი ფულს ვინაწილებთ. ხომალდს მალე დავტოვებთ", - სააგენტო "როიტერს" "სამხო დრიმის" ერთ-ერთმა მეკობრემ განუცხადა, რომელმაც ალის სახელით წარადგინა თავი.

ორივე ხომალდის ეკიპაჟის წევრები უვნებელნი არიან.

სუპერტანკერი "სამხო დრიმი" ინდოეთის ოკეანეში აპრილში დაატყვევეს. სამხრეთ კორეის ხუთი მოქალაქე და 19 ფილიპინელი მეკობრეებმა ტყვედ აიყვანეს. ხომალდი, რომელსაც ერაყიდან აშშ-ში ნავთობი გადაჰქონდა, 170 მლნ დოლარის ღირებულების ნედლეულით იყო დატვირთული.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ