კანადაში დაკარგული მარიამ მახნიაშვილის მამა პატიმრობაში რჩება

კანადაში დაკარგული მარიამ მახნიაშვილის მამა პატიმრობაში რჩება

კანადაში დაკარგული 18 წლის მარიამ მახნიაშვილის მამა, ვახტანგ მახნიაშვილი პატიმრობაში რჩება.

11 ნოემბერს განახლებულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატს მახნიაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაუყენებია. როგორც ადვოკატმა განაცხადა, არც თავდებობით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან მახნიაშვილს თავმდები პირები არ ჰყოლია.

მისივე განმარტებით, პირველი სასამართლო მოსმენის შემდეგ, შესაძლოა, თავდებობის შუამდგომლობა დააყენოს.

პროცესს მახნიაშვილის მეუღლეც ესწრება.

მახნიაშვილს ბრალად ედება ორი ადამიანის, ცოლ-ქმარ ვანგერების განზრახ მკვლელობის მცდელობა.

წინა სასამართლო პროცესი იმიტომ გადაიდო, რომ ადვოკატმა მახნიაშვილის ფსიქოლოგიური შემოწმება მოითხოვა. როგორც ადვოკატი განმარტავს, აუცილებელი იყო ფსიქოლოგიური შემოწმება, ვინაიდან ვახტანგ მახნიაშვილი სტრესშია, მას შვილი დაკარგული ჰყავს და მეორე შვილიც, ვაჟიშვილიც დაკარგული ეგონა.

ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ვახტანგ მახნიაშვილი 2009 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. მახნიაშვილმა დანაშაული შინა პატიმრობის დროს ჩაიდინა. მას 6 თვის წინ, მეზობლის დაჭრისათვის შინა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ვახტანგ მახნიაშვილის შვილი, მარიამ მახნიაშვილი წელიწადზე მეტია დაკარგულია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ