როგორც ნიკო გომელაური ამბობდა, "ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა", დღეს შუა ქალაქში შესაძლოა ავტომობილში მოალერსე წყვილსაც შემთხვევით წავაწყდეთ.
ახლახან თბილისში, "ვორონცოვზე", წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან გამოძახებულ პატრულს ასეთი სურათი დახვდა:
ავტომობილში ინტიმური ურთიერთობის დამყარების შემდეგ გოგონას გულმა უმტყუნა და გარდაიცვალა. ამ ტრაგედიაში ყველაზე საშინელი ის არის, რომ შეყვარებული წყვილი ბიძაშვილ-მამიდაშვილი აღმოჩნდა (მათ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ, ვინაიდან ნათესავებისთვის გოგონას სიკვდილის მიზეზი უცნობია). ამის შემდეგ საპატრულო პოლიციამ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ინტიმური ურთიერთობის დამყარებისთვის ჯარიმა დააწესა.
"022"-ის 29-ე ოპერატორი:
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინტიმური ურთიერთობის დამყარება წვრილმან ხულიგნობად ითვლება და სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით ისჯება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას.
- მართალია, რომ ჯარიმა 400 ლარს შეადგენს?
- ჯერჯერობით ზუსტ თანხას ვერ გეტყვით, ადგილზე მისული საპატრულო ეკიპაჟი ინდივიდუალურად წყვეტს, როგორ აღმოფხვრას უწესრიგობა.
სოფო ყარალაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)