პოლიციამ აქციის მონაწილე ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ვაჟი დააკავა

პოლიციამ აქციის მონაწილე ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ვაჟი დააკავა

სამართალდამცველებმა დღევანდელი აქციის მონაწილე ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ვაჟი დააკავეს .

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაფიცულმა მძღოლმა გოჩა სხირტლაძემ განუცხადა, დაკავებულია მისი ვაჟი, 20 წლის ლადო სხირტლაძე. ის ნაძალადევის რაიონში #122 სამარშრუტო ტაქსის გაჩერებაზე სამართალდამცავებთან შელაპარაკების დროს დააკავეს.

მისივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად ლადო სხირტლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე ასევე გავრცელდა ინფორმაცია ექვსი მძღოლის დაკავებასთან დაკავშირებით. ამჟამად პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამ ინფორმაციას აზუსტებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ