ისრაელი ფუქსისა და ფრენკელის გასათავისუფლებლად ყველა ზომას მიმართავს

ისრაელი ფუქსისა და ფრენკელის გასათავისუფლებლად ყველა ზომას მიმართავს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ზომას მიმართავს თბილისში დაპატიმრებული ებრაელი ბიზნესმენების გასათავისუფლებლად. ამის შესახებ გამოცემა "იზრუსი" იუწყება.

ამასთან, "იზრუსის" ცნობით, საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ არ არის საჭირო, ეს ინციდენტი თბილისსა და იერუსალიმს შორის დაპირისპირების საგნად იქცეს.

"ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ ბიზნესმენების გასათავისუფლებლად, რადგან ვთვლით, რომ ეს "ჩაწყობილი" საქმეა. ან საქმეს სააპელაციო სასამრთლოში წავიღებთ, ან საქართველოს ხელისუფლებას შეწყალების თხოვნით მივმართავთ. საქართველოსა და ისარელს შორის ურთიერთობა კი არ უნდა გავაფუჭოთ, პირიქით უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა, რომ ფუქსსა და ფრენკელს დავეხმაროთ", - განუცხადა გამოცემას ისარელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიისა და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პინხასუ ავივიმ.

ებრაელი ბიზნესმენები 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 7-წლამდე, ხოლო ზეევ ფრენკელს 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე