kids.police.ge - ქართული პოლიციის საიტი 3-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის

kids.police.ge - ქართული პოლიციის საიტი 3-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საიტის შექმნაზე - kids.police.ge.

სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ვებგვერდი: საიტი, რომელიც განკუთვნილი იქნება 3-დან 13-წლამდე ბავშვებისთვის, უნდა იყოს შემეცნებით-საგანმანათლებლო, მომხმარებელთა რეგისტრაცია და ამ მომხმარებლის მონაცემების ინფორმაციის შენახვა ბავშვებისათვის მარტივი უნდა იყოს. ბავშვებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ნახატების ატვირთვა; უნდა გააჩნდეს დაწყებული თამაშის ან ანიმაციის შენახვის და შემდგომში გაგრძელების საშუალება; საიტს უნდა გააჩნდეს რამდენიმე დიზაინი ასაკის ჯგუფიდან გამომდინარე და რამდენიმე ენის არჩევის შესაძლებლობ უნდა იყოს; საწყის გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს სიახლეები პოლიციის მიერ ჩატარებული კონკურსებისა თუ რაიმე საბავშვო საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ, ბავშვთა უფლებები და ბავშვებისთვის საინტერესო ინფორმაცია; საბავშვო ბლოკებში უნდა ჩაიდოს სასწავლო ონლაინ თამაშები, საგანმანათლებლო საბავშვო ანიმაციები და ტესტები. მაგ: მოძრაობის წესები; პოლიციის, სახანძრო, და სამაშველოს ფორმების გარჩევა; შუქნიშნების და მისი ფერების მნიშვნელობა; გზაზე გადასვლის წესები; მიწისქვეშა გადასასვლელებით და ხიდებით სარგებლობა; 022-ზე დარეკვა; საიტზე ყველა სახის ინფორმაცია მიწოდებული უნდა იყოს მარტივად და სახალისო ფორმით; კონკურსის მონაწილემ უნდა განსაზღვროს ბიუჯეტი და საიტის შექმნის დრო.

საკონკურსო კრიტერიუმებთან ერთად იქვე მითითებულია, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ვებგვერდების საბავშვო ვერსიები, მათ შორის აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს, იტალიური კარაბინერებისა და ფრანგული პოლიციის საბავშვო ვებგვერდები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ