საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი სასამართლოს წინაშე წარსდგება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი სასამართლოს წინაშე წარსდგება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომინიკ სტროს-კანი, ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ამჟამად ის ნიუ-იორკის ცენტრალურ რაიონში, მანჰეტენზე მდებარე ჰარლემის ციხეში იმყოფება. მას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. სტროს-კანი 14 მაისს აეროპორტში დაკავების შემდეგ ჰარლემის ციხეში, სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებულთა განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გვიან ღამით დაკითხეს. სტროს-კანმა მთელი ღამე იმავე განყოფილებაში გაატარა და ამჟამად სასამართლო პროცესს ელოდება.

როგორც დომინიკ სტროს-კანის ადვოკატმა ბენჯამინ ბრაფმანმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო. "სტროს-კანი ყველა ბრალდებას უარყოფს და დანაშაულის აღიარებას არ აპირებს", - განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს. ბრაფმანის თქმით, მისი კლიენტი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე უახლოეს საათებში წარსდგება.

62 წლის დომინიკ სტროს-კანი 14 მაისს პარიზში გამგზავრებამდე ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ნიუ-იორკის სასტუმრო Sofitel-ის დამლაგებლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

როგორც 32 წლის დამლაგებელი ყვება, ის ცარიელ ნომერში დასალაგებლად შევიდა, თუმცა მოულოდნელად აბაზანიდან მამაკაცი გამოვიდა, რომელმაც მისი გაუპატიურება სცადა და ოთახის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.

დომინიკ სტროს-კანი 2012 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატია.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ