კადაფის დაქირავებული ჯარისკაცები კავკასიაში მოდიან?

კადაფის დაქირავებული ჯარისკაცები კავკასიაში მოდიან?

მუამარ კადაფის მომხრე დაქირავებულმა ჯარისკაცებმა შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთის, კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე შეაღწიონ და ჩეჩნური "ტყის საძმოს" რიგები შეავსონ, - განუცხადა გამოცემა "ლაიფნიუსს" რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს ინკოგნიტო თანამშრომელმა.

ეფ-ეს-ბე-ს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიელი შეიარაღებული დაჯგუფებები ლიბიიდან 3 000 მებრძოლს ელიან. მისივე თქმით,მრავალრიცხოვანმა სპეცოპერაციებმა "ტყის საძმოს" რიგები საგრძნობლად შეათხელა, მათი მეთაური დოკუ უმაროვი კი რაზმის განახლებას ითხოვს.

"იატაკქვეშა დაჯგუფებების მეთაურები, რომლებსაც მებრძოლთა ახალი ნაკადი სჭირდებათ, უცხოელ სპონსორებს უკვე ფასებზე უთანხმებიან. მათი აზრით, კადაფის ჯარისკაცებიდან 3 000 ადამიანი "ტყის საძმოს" წევრი უნდა გახდეს. სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაქირავებული "ბოევიკები" ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შევლენ. ამიტომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები ძლიერდება. სამწუხაროდ, ზამთრის სეზონზე საზღვრების მთიანი უბნების კონტროლი რთულდება. შესაბამისად, "ბოევიკების" ქვეყანაში შეუმჩნევლად შემოღწევის შანსებიც მატულობს. ჩვენი ინფორმაციით, დაქირავებულმა მკვლელებმა შეიძლება პანკისის ხეობას მიაშურონ, საიდანაც "ბოევიკები" ყოველთვის ადვილად აღწევდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში", - აცხადებს რუსეთის მაღალჩინოსანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაქირებულ მებრძოლთა ძირითადი ცენტრები თურქეთში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს.

"გერმანიაში ძლიერი თურქული თემი მოქმედებს, რომელიც მოჯახედ მებრძოლთა გადაბირებაზე მუშაობს. კავკასიურ ბანდფორმირებებს ახალი სისხლი სჭირდებათ, რადგან ადგილობრივებს ბრძოლა მობეზრდათ. კავკასიელები ომებისგან დაიღალნენ", - ამბობს უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ