პედოფილია შესაძლოა კანონით დაუშვან

პედოფილია შესაძლოა კანონით დაუშვან

კანადის პარლამენტში პედოფილიას "სექსუალური ორიენტაცია” უწოდეს და მის ლეგალიზებაზე ალაპარაკდნენ.

დეპუტატების წინაშე მონრეალის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ჰუბერტ ვან ჰიჯსჰემი და ექიმი ვერნონ კუნისი წარსდგნენ. მედიკოსებმა სცადეს დაერწმუნებინათ კანონმდებლები, რომ პედოფილია არც ფსიქიკური დაავადებაა და არც დანაშაული - მათი თქმით, ის სექსუალური ორიენტაციის განსაკუთრებული სახეა, როგორც ჰომო ან ტერეოსექსუალიზმი. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მათ, ისევე როგორც ჰომოსექსუალისტებს სამკურნალო არაფერი სჭირთ. პედოფილების კასტრაციას და დასჯას კი მედიკოსები ბარბაროსობას უწოდებენ.

"პედოფილებს გაგებით უნდა მოვეკიდოთ და მათ თავიანთი სექსუალური სურვილების შეკავება ვასწავლოთ. ისინი დამნაშავეები არ არიან, მხოლოდ დახმარება სჭირდებათ", - განაცხადა ჰიჯსჰემმა.

ამ ეტაპზე პედოფილიის ლეგაზილების მომხრეებს პარლამენტში უკვე ჰყავთ ერთი მხარდამჭერი დეპუტატი.

პედოფილთა დამცველ ორგანიაზაციაში B4U-ACT-ში, რომელიც კანადასა და აშშ-ში პედოფილიის ლეგალიზებისთვის იბრძვის, ჰარვარდის, იელის და ლუისვილის ავტორიტეტული პროფესორები შედიან.

მომზადებულია Christian Telegraph-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ