ქართველი ქურდების ”მუშაობის” მეთოდები ევროპაში

ქართველი ქურდების ”მუშაობის” მეთოდები ევროპაში

ფრანგული ინტერნატგამოცემა leparisien ქართველი და სომეხი კრიმინალების დანაშაულებრივი საქმეებით დაინტერესდა და მათ მიერ ევროპის ფრანგულენოვან ქვეყნებში ჩადენილი კანონდარღვევები მიმოიხილა.

ფრანგი ანალიტიკოსების დასკვნით, საფრანგეთში, შვეიცარიასა და ბელგიაში მოქმედი ქართველი კრიმინალები ძირითადად "რთულ" საქმეებს ეჭიდებიან. მათ უფრო მასშტაბური ქურდობა და ძარცვა ახასიათებთ. სომხები უმეტესად წვრილმან დანაშაულზე არიან ორიენტირებული და უფრო ხშირად სუპერმარკეტებში "საქმიანობენ". ე.წ. "დახლის ქურდობაზე", ძირითადად, სომეხი ქალები არიან დაკავებული.

"ამ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის საქმე თითქოს გადანაწილებულია, ქართველი ქურდები მსხვილ ქურდობასა და ძარცვას ჩადიან, მათი ნაქურდალი კი სომეხ თაღლითებთან იყრის თავს. სწორედ სომხები აწარმოებენ ნაძარცვი ქონების აღრიცხვას და მათ კავკასიაში გადმოგზავნას", - ნათქვამია ანგარიშში.

სტატიაში ნათქვემია, რომ ქართული მაფია, რომელიც უკანასკნელ წლებში მთელს ევროპაში განხორციელებული სპეცოპერაციების შედეგად დასუსტებული იყო, ზაფხულიდან ისევ გააქტიურდა.

"პოილიციის აქტიური მუშაობის შედეგად, ევროპის ბევრ ქალაქში თვეობით არ გამოვლენილა ქართველი კრიმინალ-ემიგრანტების დანაშაულებები. შემოდგომიდან კი ქართველები იმდენად გააქტიურდნენ, რომ სექტემბრის პირველსავე კვირაში შვეიცარულ კანტონ ვოში ქართველების ჩადენილი 90 ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა", - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ერთ-ერთი ფრანგი კრიმინალისტი ქართველ ქურდებს ასე ახასიათებს: "ისინი შემთხვევითი დამნაშავეები არ არიან. არ აწყობენ აფეთქებებს, დიდად არ იზიდავთ ნარკოტიკებით ვაჭრობა, სამაგიეროდ ქურდობაში ტოლი არ ჰყავთ - ერთ ოპერაციაზე შეუძლიათ 20 სახლი გაქურდონ. მათ მიღმა კი გავლენიანი ბოსები დგანან".

როგორც გამოცემას საბაჟო ორგანოებიდან ანონიუმურმა წყარომ განუცხადა, ქართველი ქურდების მთავარი სამიზნე ფული და ოქროა. საფრანგეთსა და შვეიცარიაში მოპარულ ოქროს ნივთებს ბელგიაში აგზავნიან, სადაც მათი გასაღებისთვის საგანგებო ცენტრია ორგანიზებული, ნივთების ნაწილი კი კავკასიაში იგზავნება.

"ესპანეთში მოწყობილი სპეცოპერაციის შემდეგ ქართულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა მეზობელ საფრანგეთს შეაფარეს თავი. ამის შემდეგ საფრანგეთის სამხრეთ რაიონებში ქურდობა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა", - წერს ფრანგული გამოცემა.

მომზადებულია leparisien.fr-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ