კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:12 / 10-02-2012
ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა დააკავეს
ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა, მიხეილ ჟორჟოლიანი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სამართალდამცავთა ხელში. ის რამდენიმე დღის წინ, თბილისში დააკავეს. მიხეილ ჟორჟოლიანთან ერთად, დააპატიმრეს ნიკა ზუბიტაშვილი - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დირექტორის, დავით ზუბიტაშვილის შვილი. დაკავებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა. მიხეილ ჟორჟოლიანი უკვე მეორედაა პასუხისგებაში; პირველად ეს 2010 წლის აპრილში მოხდა, როცა ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდეს ბრალი.

მაშინ მასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე პირის შვილიც დააკავეს: დავით ბენიძე (ყოფილი გენპროკურორის მოადგილის, ვენედი ბენიძის შვილი), ირაკლი ღლონტი (საგადასახადო სამსახურის ყოფილი
მაღალჩინოსნის, ავთანდილ ღლონტის შვილი), კონსტანტინე ჩაჩავა და ვლადიმერ დოლიძე.

მართალია, მათ თავდაპირველად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ მალე, თავისუფლების აღკვეთა გირაოთი შეუცვალეს და გაათავისუფლეს; პატიმრობაში დღემდე, მხოლოდ ერთი პირი, ვლადიმერ დოლიძე რჩება. იგი ბიზნესმენ კუსა დოლიძის ვაჟია და მამამისი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის: წლების წინ, კუსა დოლიძე ბახმაროში დააკავეს და დღემდე მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარი იყო.

რაც შეეხება მიხეილ ჟორჟოლიანისთვის წაყენებულ ბრალდებას, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოში ვცადეთ იმის გარკვევა, შეეფარდათ თუ არა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიხეილ ჟორჟოლიანსა და ნიკა ზუბიტაშვილს. პრესსამსახურმა ამ კითხვაზე დადებითად გვიპასუხა.


ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
23:51 / 12-02-2012
ნანუკაც დიდი ვინმეა რა.აუტანელი ქალია თანაც გოიმი.
ზეზვა
19:26 / 12-02-2012
სახლი დაელაგებინა ჯობდა
niniko
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:56 / 29-03-2015  Image დაკვეთა მოდიოდა გიორგი უდესიანისგან, ერეკლე კოდუასა და დათა ახალაიასგან - ირაკლი ბათიაშვილი ხარძიანის მკვლელობაზე
"დაკვეთა მოდის სწორედ იმ პირებიდან, რომელ პირებთანაც მას ჰქონდა დაპირისპირება"
21:12 / 29-03-2015  Image საქართველო-გერმანია 0:2 (+ვიდეო)
(ბოლო განახლება) 29 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V
21:28 / 29-03-2015  Image ბიძინა ივანიშვილი - თუ გვინდა ქვეყანა გამდიდრდეს, ბიზნესს უნდა მოვეფეროთ და ყველანაირი პირობები შევუქმნათ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით
16:16 / 29-03-2015  Image "ორი დღეა ვებრძვით სიკვდილს" - ცოტნე გამსახურდია
"ჩემი ხელიდან მას ჯერ ვერავინ წაუყვანია"
17:29 / 29-03-2015  Image "კიბეზე როგორც კი დადგამს ფეხს, პირველივე საფეხურზე, იქვე ესვრიან" - იწინასწარმეტყველა თუ არა ლელა კაკულიამ ხარძიანის მკვლელობა
"ვხედავ ერთი პიროვნების სიკვდილს"