ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა დააკავეს

ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა დააკავეს

ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა, მიხეილ ჟორჟოლიანი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სამართალდამცავთა ხელში. ის რამდენიმე დღის წინ, თბილისში დააკავეს. მიხეილ ჟორჟოლიანთან ერთად, დააპატიმრეს ნიკა ზუბიტაშვილი - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დირექტორის, დავით ზუბიტაშვილის შვილი. დაკავებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა. მიხეილ ჟორჟოლიანი უკვე მეორედაა პასუხისგებაში; პირველად ეს 2010 წლის აპრილში მოხდა, როცა ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდეს ბრალი.

მაშინ მასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე პირის შვილიც დააკავეს: დავით ბენიძე (ყოფილი გენპროკურორის მოადგილის, ვენედი ბენიძის შვილი), ირაკლი ღლონტი (საგადასახადო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ავთანდილ ღლონტის შვილი), კონსტანტინე ჩაჩავა და ვლადიმერ დოლიძე.

მართალია, მათ თავდაპირველად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ მალე, თავისუფლების აღკვეთა გირაოთი შეუცვალეს და გაათავისუფლეს; პატიმრობაში დღემდე, მხოლოდ ერთი პირი, ვლადიმერ დოლიძე რჩება. იგი ბიზნესმენ კუსა დოლიძის ვაჟია და მამამისი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის: წლების წინ, კუსა დოლიძე ბახმაროში დააკავეს და დღემდე მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარი იყო.

რაც შეეხება მიხეილ ჟორჟოლიანისთვის წაყენებულ ბრალდებას, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოში ვცადეთ იმის გარკვევა, შეეფარდათ თუ არა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიხეილ ჟორჟოლიანსა და ნიკა ზუბიტაშვილს. პრესსამსახურმა ამ კითხვაზე დადებითად გვიპასუხა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ