მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიებით ჩატარდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიებით ჩატარდება

"პირველი მარტიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიებით ჩატარდება", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, თეორიული გამოცდის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარდება.

მოედნები, რომელზეც პრაქტიკული გამოცდა ბარდება, სენსორული, თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვება. მოხდება გამოცდის ჩაბარების პროცედურის ჩაწერა და მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება ნახოს, კონკრეტული პირი როგორ აბარებს გამოცდებს.

შს მინისტრის თქმით, ამ ტექნოლოგიების პირობებში გათვალისწინებულია მცირე შეცდომის დაფიქსირებაც.

”ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ახალი ტექნოლოგიების, ახალი ნოვაციებისკენ. არ გავჩერდებით და კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი სისტემის სრულყოფას. ასეთი ტიპის პროცედურები მსოფლიოს მხოლოდ ერთ ქვეყანაში იყო დანერგილი - ესაა სამხრეთ კორეა. საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც ასეთი ტექნოლოგიები დაინერგა”,-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ