მალაიზიაში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მალაიზიაში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებით, მალაიზაიში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, 6- წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

როგორც საყვარელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს საქართველოს ხელისუფლების და დაკავებულების ადვოკატების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა.

"შევძელით, დაგვერწმუნებინა მალაიზიელი კოლეგები, დაცვის მხარესთან ერთად, რომ გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელი. ამა წლის 30 მარტს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება დარეჯან კოხტაშვილთან და მას სიკვდილით დასჯის, კერძოდ ჩამოხრჩობის ნაცვლად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც უკვე მოხდილი აქვს ორი და მოსახდელი დარჩება 4 წელი. ბაბუცა გორდაძის და დარეჯან კოხტაშვილის დაკავებიდან, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, არ შეგვიჩერებია მცდელობა, რომ დაგვერწმუნებინა მალაიზიის სახელმწიფო გამოეყენებინათ მაქსიმალურად ჰუმანური და მსუბუქი სასჯელი. ამგვარი პოზიტიური გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს საათებში ბაბუცა გორდაძესთან დაკავშირებითაც ანალოგიური ნაბიჯი იქნება გადადგმული", - განაცხადა საყვარელიძემ.

მალაიზიელმა სამართალდამცავებმა დარეჯან კოხიტაშვილი და ბაბუცა გორდაძე 2011 წლის 27 ოქტომბერს მალაიზიაში ნარკოტიკული საშუალება "მეტაფინის" შეტანის ფაქტზე დააკავეს. მალაიზიური კანონმდებლობის თანახმად, ეს დანაშაული სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

ამასთან, ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი, რომელსაც სასამართლომ 15- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ელდარ დავითიანს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ ნარკოტიკების შეძენა შენახვა გადაზიდვას გულისხმობს.

კოხტაშვილისა და გორდაძის ახლობლები მალაზიაში მომხდარ ფაქტს სწორედ ელდარ დავითიანს უკავშირებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ