შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, შსს-ს ინფორმაციით, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება.
შსს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.