ყაზანში Pussy Riot-ის მხარდამჭერებმა ორი ქალი წამებით მოკლეს

ყაზანში Pussy Riot-ის მხარდამჭერებმა ორი ქალი წამებით მოკლეს

ყაზანში რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის მხარდამჭერებმა ორი ქალი მოკლეს. დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილია წარწერა Free Pussy Riot (თავისუფლება Pussy Riot-ს).

76 წლის პენსიონერისა და მისი 38 წლის ქალიშვილის გვამები, რომლებსაც ძალადობის კვალი ეტყობათ, თათრეთის დედაქალაქში ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. მოკლული ქალები ერთად ცხოვრობდნენ.

ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, მკვლელობა 24-26 აგვისტოს მოხდა. სიკვდილის მიზეზი ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებია. თათრეთის რესპუბლიკაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამართალდამცავმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკვე დაიწყეს.

წარწერა Free Pussy Riot კედელზე, სავარაუდოდ, სისხლით არის დაწერილი. მკვლელები კავშირში არიან თუ არა პანკ-ჯგუფის მხარდამჭერებთან, ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება მოსაზრება, რომ ეს პროვოკაციაა ან გამოძიებისთვის კვალის არევის მცდელობა.

პანკ-ჯგუფის მხარდამჭერები აქციების დროს დღემდე ძალადობას არ მიმართავდნენ, თუმცა კანონს არღვევდნენ. Pussy Riot მხარდასაჭერი ლოზუნგები ცოტა ხნის წინ პსკოვის ერთ-ერთი ტაძრის კედლებზე გაჩნდა. ასევე შენიღბულმა ატივისტებმა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში კულტურის ძეგლებზე თავდასხმები განახორციელეს.

ჯგუფი Pussy Riot-ის წევრები 2012 წლის 21 თებერვალს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ნიღბებით შევიდნენ და კომპოზიცია "ღვთისმშობელო, ქალწულო, პუტინი განდევნე" შეასრულეს. მათი საქციელი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ხულიგნობად შეფასდა. მარტში ჯგუფის სამი წევრი - ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, მარია ალეხინა და ეკატერინა სამუცევიჩი დააპატიმრეს.

მომზადებულია interfax.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა