SMBიზნეს ამბები
პირველი საქართველოში ონლაინ სასკოლო ოლიმპიადა, გააკეთე ტესტი ინტერნეტით!

ტურბინების რემონტი ყველა სახის ავტომობილზე! გარანტიით.ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 00 48 48 ან 596 00 48 48

გამოკითხვა
გამოკითხვა
კალენდარი
« აპრილი 2014 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
  
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:04 / 20-12-2012
ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე "ბანკი ქართუს" საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე "ბანკი ქართუს" საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული, რომლის შესახებაც განცხადება შსს-ში 17 დეკემბერს გაკეთდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგონიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ადეიშვილი მოწმის სახით არის დაბარებული. ზურაბ ადეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაკითხვაზე ხვალ, 10:00 საათზე დაიბარა. შესაბამისი უწყება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში უკვე ჩაბარდა ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრ შალვა ადეიშვილს. "დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.

როგორც 17 დეკემბერს შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გეგმა მიზნად ისახავდა, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" გაკოტრებას. დანაშაულებრივი სქემა შედგებოდა რამდენიმე ეტაპისაგან.

2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო "ბანკი ქართუს" გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს, მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ოთარ აგლაძეს. აღნიშნული პირები დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ "ბანკ ქართუში". ასეთ კომპანიებს შორისაა: მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორის - იაგო ჩოჩელის შპს 'ინტერპლასტი~, შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის - ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, ს/ს "პირიმზე" და შპს "სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა", მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის - გიორგი ისაკაძის საწარმოები: შპს "ლოგოსი" და ამხანაგობა "თეთრი სახლი" ყველა კომპანიამ, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ
ჩაატარა ფიქტიური აუქციონი, სადაც არც ერთი ქონება არ გაიყიდა. ამის შემდეგ, ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და პრეზიდენტის განკარგულებით გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

2012 წლის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით გიორგაძეს პირადად დაავალა ყველა ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა იმ კომპანიებისთვის, რომელებსაც გაუგზავნიდა შემოსავლების სამსახური. ამ გზით, ყველა ქონება გაიყიდა იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამავე ქონებების ყოფილ მეპატრონეებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ, ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მამუკა ლაშხიამ, მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ ოთარ აგლაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და გამოძიებას მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებითა და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც მიმართული იყო "ბანკი ქართუს" გაკოტრებასა და მისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაზე, შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებითა და ქვედანაყოფებით".

"ინტერპრესნიუსი"
15:35 / 21-04-2013
ქართუ ბანკის გაკოტრების სქემით, სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულებრივი ქმედებით და ლაურა ღაჭავას დანაშაულებრივი მხარდაჭერით, სააქციო საზოგადოება პირიმზის 22პროცენტი წილის მქონე 40 აქციონერს მიადგა ხუთი მილიონი ლარის ზიანი. სამწუხაროდ სამოხელეო დანაშაულის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუწევს სახელმწიფოს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გამოძიებამ უზრუნველყოს პირიმზის დომინანტი აქციონერების ლაურა ღაჭავას და მისი მეუღლის ნოდარ კოდუას დანაშაულის დამტკიცება. სააქციო საზოგადოება პირიმზის საქმიანობის შესწავლით მაღალი ალბათობით შეიძლება გამოიკვეთოს დოკუმენტების გაყალბების, ფულის გათეთრების და გადასახადების დამალვის ფაქტები.
nugzari
15:23 / 21-12-2012
ყოველთვის ვეძებ :--(( ამ ნიკის პატრონის კომენტარებს, კარგად აზროვნებს და მომწონს.
dina
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გამოავლინე საუკეთესოები
სპორტულ გაზეთ „ლელოს“ 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოკითხვა, რომლის მიზანია ბოლო 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენის გამოვლენა.
ჩაწერეთ გრაფაში თუ ვის მიიჩნევთ საუკეთესო სპორტსმენებად.
19:27 / 16-04-2014  Image ბელა ზაქაიძე - ცხინვალის იზოლატორში ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას
"საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. იქ არსებული მდგომარეობა იყო მძიმე" (ვიდეო)
17:56 / 16-04-2014  Image სოსო პავლიაშვილი - "თუ აყვავდება რუსეთი, საქართველოც და ყველა ყოფილი სსრკ ქვეყანაც აყვავდება"
"დაიწყო ომი, და ქართველებს წყალი და პამპერსები გამოუგზავნეს."
07:36 / 16-04-2014  Image 8 ნიშანი, რომ მამაკაცს სექსი არ აქვს
შეცდომაა იმის ფიქრი, რომ სექსის უქონლობა მხოლოდ ქალის ნერვულ სისტემაზე აისახება უარყოფითად
16:43 / 16-04-2014  Image ვახტანგ რჩეულიშვილის წერილი ნინას და უხამსი რეპლიკა მათ, ვინც "ბოღმით აკრიტიკებს"
რჩეულიშვილი: ჩემთვის საქორწილო მოგზაურობის შემდეგ ყველაზე დიდი ზეიმი იყო ცხოვრებაში ეს შოუ
13:36 / 16-04-2014  Image რა ვითარებაში სთხოვა ცოლობა ლუკა კურტანიძემ საყვარელ ქალს
წყვილი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო თაფლობის თვეს საქართველოში ატარებს
"აზერბაიჯანი ოცნებობს რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე!"
"მანახეთ ქვეყანა, რომელიც აშშ-მ ან ევროსაბჭომ გააბედნიერა""ოდესმე...