რო­გორ "შე­ი­კე­რა" ოპე­რა­ცია "ენ­ვე­რი"

რო­გორ "შე­ი­კე­რა" ოპე­რა­ცია "ენ­ვე­რი"

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბულ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში, "პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბულ და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნილ პირ­თა თა­ო­ბა­ზე", რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 190 პირს პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, მოხ­ვდნენ ოპე­რა­ცია "ენ­ვე­რის" ფი­გუ­რან­ტე­ბიც: არ­მენ გე­ვორ­ქი­ა­ნი, რუს­ლან გა­ლოგ­რე, რუ­ბენ ში­კო­ი­ა­ნი, იუ­რი სკრილ­ნი­კო­ვი, ედუ­არდ აბ­დუ­ლა­ე­ვი, და­ვით მეს­ხი­ძე, ბა­კურ კი­ღუ­რა­ძე, ტა­რი­ელ აბა­ში­ძე, გე­ლა კა­კა­ბა­ძე, ვი­ა­ჩეს­ლავ პლუჟ­ნი­კო­ვი, გო­ჩა დი­ა­სა­მი­ძე. ამის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა" უმ­ცი­რე­სო­ბამ გან­გა­ში ატე­ხა, სა­ქარ­თვე­ლოს მტრებსა და "რუ­სე­თის ჯა­შუ­შებს" ათა­ვი­სუფ­ლე­ბე­ნო. ეს გა­საკ­ვი­რი არც იყო, რად­გა­ნაც სწო­რედ ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი ჯერ კი­დევ 2010 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, სა­სა­მარ­თლომ­დე რვა თვით ად­რე, და­კა­ვე­ბუ­ლებს უკ­ვე "რუ­სე­თის ჯა­შუ­შე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­ცხა­დე­ბით, მი­თი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის უძ­ლე­ვე­ლო­ბა­ზე, ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ და­იმ­სხვრა. ხო­ლო ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ერთ-ერ­თი ლი­დე­რი გო­კა გა­ბაშ­ვი­ლი ქარ­თულ კონ­ტრდაზ­ვერ­ვას წარ­მა­ტე­ბას ულო­ცავ­და და ამ­ბობ­და, ქარ­თულ­მა სპეც­სამ­სა­ხურ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ჯა­შუ­შუ­რი ქსე­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა­ო. იმ­ხა­ნად რა­ტომ­ღაც არ ახ­სოვ­დათ­ უ­და­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ფცი­ა! ვი­თომ მარ­თლაც ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ზე ზრუ­ნავ­დნენ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი? მა­თი მმარ­თვე­ლო­ბის ცხრაწ­ლი­ა­ნი "ჯა­შუ­შო­მა­ნი­ის" ანა­ლი­ზის შემ­დეგ იკ­ვე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი: "ჯა­შუ­შე­ბის" გა­მოვ­ლე­ნა პი­ა­რის­თვის, "ჯა­შუ­შო­ბის" ბრალ­დე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ბიზ­ნე­სის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად და ბო­ლოს, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ფა­რუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

უდა­ნა­შა­უ­ლო "ჯა­შუ­შე­ბი"?

2010 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი 13 პი­რი­დან ცხრა - სა­ქარ­თვე­ლოს, ხო­ლო ოთხი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე იყო. გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი: ბა­კურ კი­ღუ­რა­ძე (გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნი);­ რუს­ლან გა­ლოგ­რე (ბიზ­ნეს­მე­ნი); არ­მენ გე­ვორ­ქი­ა­ნი (კომ­პა­ნია "სე­ი­ბოლ­ტის" სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი), აგ­რეთ­ვე, მი­სი მო­ად­გი­ლე რუ­ბენ ში­კო­ი­ა­ნი და ბიზ­ნეს­მე­ნი პეტ­რე დევ­რი­შა­ძე ვი­თომ­და გრუ-ს გა­დას­ცემ­დნენ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და გე­-ერ­-უს (მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო) სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას შო­რის და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს სა­ი­დუმ­ლო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მფრი­ნა­ვე­ბი: ვი­ა­ჩეს­ლავ პლუჟ­ნი­კო­ვი, გაბ­რი­ელ უს­ტა­ლიშ­ვი­ლი, და­ვით მეს­ხი­ძე, გე­ლა კა­კა­ბა­ძე, გო­ჩა დი­ა­სა­მი­ძე და ტა­რი­ელ აბა­ში­ძე ვი­თომ­და გე­-ერ­-უს გა­დას­ცემ­დნენ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი­სა და საფ­რე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ფრე­ნის გან­რი­გის, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მზად­ყოფ­ნი­სა და სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო რე­სურ­სე­ბის და ა.შ. შე­სა­ხებ. ხო­ლო ედუ­არდ აბ­დუ­ლა­ე­ვი (რა­დი­ოს­პე­ცი­ა­ლის­ტად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი) ვი­თომ­და გა­დას­ცემ­და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას სამ­ხედ­რო კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იუ­რი სკრილ­ნი­კო­ვი კი გე­-ერ­-უს მე­კავ­ში­რედ და­სა­ხელ­და. ბრალ­დე­ბულ­თა­გან უს­ტა­ლიშ­ვილ­მა და დე­ვრიშა­ძემ აღი­ა­რეს ჯა­შუ­შო­ბა, რის შემ­დე­გაც მათ­თან გა­ა­ფორ­მეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა და მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. და­ნარ­ჩე­ნებ­მა არ აღი­ა­რეს და მათ სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 314-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თით­ქმის მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი 11-14 წე­ლი შეუ­ფარ­და. ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ერ­თ-ერ­თი "ჯა­შუ­შის", გაბ­რი­ელ უს­ტა­ლიშ­ვი­ლის მი­ერ სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ და­დას­ტურ­და ეჭ­ვი, რომ შსს-ს მი­ერ "რუ­სე­თის მზვე­რა­ვე­ბად" შე­რაცხ­ი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის­თვის ბრა­ლე­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო და მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ღე­ბულ თვი­თა­ღი­ა­რე­ბას ემ­ყა­რე­ბო­და.

"ფა­სა­დე­ბის ღებ­ვა" ქარ­თულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში

2010 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­მა" ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით მსოფ­ლი­ო­ს აუწყა ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს მი­ერ რუ­სე­თის ჯა­შუ­შე­ბის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ. შემ­დეგ კი უკ­ვე ქარ­თულ­მა მას­მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ო­ბის ბრალ­დე­ბით 13 პი­როვ­ნე­ბა და­ა­კა­ვა. ით­ქვა, რომ ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს შსს-სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შეს­ყიდ­ვებ­ზე, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ და ა.შ. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ გა­მო­ავ­ლი­ნეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვარ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს­თან ფა­რულ კავ­შირ­ში მყო­ფი ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი. თა­ვი­დან­ვე ცხა­დი გახ­და, რომ ეს "სენ­სა­ცი­უ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ა", უპირ­ვე­ლე­სად, უცხ­ო­ურ მას­მე­დი­ა­ზე იყო გათ­ვლი­ლი, ამი­ტო­მაც მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს შსს-მ "რო­ი­ტერს" და არა "გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხალ­ხის ტე­ლე­ვი­ზი­ას", თუმ­ცა "ენ­ვე­რის" ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნობ­მა "მთა­ვარ­მა რე­ჟი­სორ­მა" "რუს­თა­ვი 2"-ს თა­ვი­სი ფუნ­ქცია მი­უ­ჩი­ნა. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ერ ერ­თობ­ლი­ვად ნა­ცოდ­ვი­ლა­რი ფილ­მი "ენ­ვე­რი" ნამ­დვი­ლი პა­რო­დია იყო სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ზე. ამ ფილ­მის "დო­კუ­მენ­ტუ­რი" კად­რე­ბის­თვის, უკ­ვე კარ­გა ხნის წინ და­კა­ვე­ბულ "ჯა­შუ­შებ­ს" ქუ­ჩა­ში ხელ­მე­ო­რედ აკა­ვებ­დნენ, და რაც მთა­ვა­რი­ა, ჟურ­ნა­ლის­ტი უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და (?!) ამ პრო­ცეს­ში. სა­სა­ცი­ლო იყო ისიც, რომ ამ ფილ­მში "ჯა­შუ­შე­ბის" და­სა­კა­ვებ­ლად ოპე­რა­ტი­ულ ავ­ტო­მან­ქა­ნებს კი არ იყე­ნებ­დნენ, არა­მედ კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერ­თ-ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რივი, "ტო­ი­ო­ტას" უკა­ნას­კნე­ლი მო­დე­ლის ლი­მუ­ზინს, რომ­ლის სა­ხელ­მწი­ფო ნო­მე­რიც კარ­გად ჩანს კად­რებ­ში. ასე­ ა­სე­ირ­ნებ­დნენ "რუ­სე­თის ჯა­შუ­შებს" წინ და უკან. ამ ფილ­მში კი­დევ ერ­თხელ გახ­მო­ვან­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" რე­ჟი­მის საკ­რა­ლუ­რი ოც­ნე­ბა ­მა­თი მმარ­თვე­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­დე­საც სპე­ცო­პე­რა­ცია "ენ­ვე­რის" შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ეტა­პის დაწყ­ე­ბა ამ­ცნეს მსოფ­ლი­ოს.

ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა

კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კომ­პა­ნია "ნი­ბა­-ინ­ვეს­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ბა­კურ კი­ღუ­რა­ძე 2010 წლის 13 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს - "ენ­ვე­რის" გახ­მა­უ­რე­ბამ­დე სა­მი თვით ად­რე. ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით კი­ღუ­რა­ძის და­კა­ვე­ბა მა­შინ­ვე ბევრს მო­ეჩ­ვე­ნა სა­ეჭ­ვოდ. და­კა­ვე­ბამ­დე ბა­კურ კი­ღუ­რა­ძე­ზე რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­წე­რა და ით­ქვა ქარ­თულ მე­დი­ა­ში. თბი­ლის­ში მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სად­გურ "დე­ლის­თან" მშე­ნე­ბა­რე 40-სარ­თუ­ლი­ან გრან­დი­ო­ზულ სა­ვაჭ­რო ცენტრ "ნი­ბა-­დე­ლისს", რო­მელ­საც "ნი­ბა ინ­ვეს­ტი" აშე­ნებ­და, სწო­რედ კი­ღუ­რა­ძეს უკავ­ში­რებ­დნენ. ცნო­ბი­ლი­ა, რომ რუს­ლან გა­ლოგ­რე ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ო. გა­ლოგ­რეს" ტექ­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი იყო. მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოქ­ტომ­ბერ­ში გავ­რცელ­და, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბა არ იყო ცნო­ბი­ლი. რუს­ლან გა­ლოგ­რე ძმაა ბიზ­ნეს­მენ ომარ გა­ლოგ­რე­სი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, ხო­ლო მი­სი ოჯა­ხი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით კი­დევ ერ­თი და­კა­ვე­ბუ­ლი არ­მენ გე­ვორ­ქი­ა­ნი გა­ლოგ­რე­ე­ბის მე­ზო­ბე­ლი იყო. ის ად­რე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და... ბიზ­ნე­სის წა­სარ­თმე­ვად ჯა­შუ­შო­ბის მუხ­ლით გა­სა­მარ­თლე­ბა "მშვე­ნი­ე­რი" გა­მო­სა­ვა­ლი­ა: საქ­მეს გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ებ, კა­ნო­ნი­ერ მე­პატ­რო­ნეს მრა­ვალ­წლი­ან "სროკ­ზე" გა­უშ­ვებ, აბე­ზა­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კითხ­ვებს ვერ დას­ვა­მენ, ად­ვო­კა­ტებ­საც პი­რი ექ­ნე­ბათ "ა­მო­კე­რი­ლი" და სხვი­სი ბიზ­ნე­სი შეგ­რჩა ხახ­ვი­ვით! - აი, მა­თი ფი­ლო­სო­ფი­ა!

ვინ იდ­გა "ენ­ვე­რის" უკან?

"ენ­ვე­რის" ავ­ტო­რებ­მა და შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მად­ლო­ბა და უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი, ბევ­რმა ვა­და­ზე ად­რე მა­ღა­ლ სამ­ხედ­რო წო­დე­ბა­საც გა­მოჰ­კრა ხე­ლი. ეს ოპე­რა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მი­ერ შე­ფას­და, რო­გორც რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის "მთა­ვა­რი მონ­სტრის" - გე­-ერ­-უს და­მარ­ცხე­ბა. ისიც კი ით­ქვა, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა უკ­ვე ისე და­სუს­ტდა, ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან უნ­და ის­წავ­ლო­სო. ფილ­მში გამ­ჟღავ­ნდა ქარ­თვე­ლი კონ­ტრმზვე­რა­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო: თურ­მე კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გე­-ერ­-უ­ში ჩა­ნერ­გა საბ­ჭო­თა არ­მი­ის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნდო­ბა მო­ი­პო­ვა და მათ სტრუქ­ტუ­რა­ში მე­კავ­ში­რედ მუ­შა­ო­ბა და­იწყ­ო. ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მას გა­დას­ცეს სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლი­თაც სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­შიფვრა ხდე­ბო­და, რის შემ­დგო­მაც მა­თი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კის შეს­წავ­ლა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. მარ­თლაც რო­გორ და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლა ერთ დროს უძ­ლე­ვე­ლი გე­-ერ­-უ: ორ­მა­გი აგენ­ტი შე­ვუგ­ზავ­ნეთ, ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ვი­ტა­ნეთ, ოპე­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რე­ბი გავ­შიფ­რეთ, მა­თი ჯა­შუ­შე­ბი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ და სა­მა­გა­ლი­თოდ დავ­სა­ჯეთ! ყო­ჩაღ, ჩა­უ­ქო კონ­ტრმზვე­რა­ვე­ბო! მარ­თლაც რომ ჯა­შუ­შო­ბის უმაღ­ლე­სი პი­ლო­ტა­ჟი­ა, სი­მარ­თლეს­თან ოდ­ნავ ახ­ლოს რომ იდ­გეს! ვინ იხე­ი­რა ამ ოპე­რა­ცი­ით? - იმ პი­რებ­მა, ვინც პი­ა­რის შე­დე­გად ჯილ­დო­ე­ბი და წო­დე­ბე­ბი მი­ი­ღო, ვინც ბიზ­ნეს­მე­ნებს ბიზ­ნე­სი წა­არ­თვა და მათ, ვინც საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მფრი­ნა­ვე­ბი მრა­ვა­ლი წლით საპყ­რო­ბი­ლე­ში გა­მო­კე­ტა! მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის სრუ­ლი თან­ხვედ­რა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ეს ოპე­რა­ცია თბი­ლის­ში კი არ და­ი­გეგ­მა, არა­მედ მოს­კოვ­ში. ამ "სპე­ცო­პე­რა­ცი­ის" შე­დე­გე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, "ენ­ვე­რი" ჩვე­ნი კონ­ტრდაზ­ვერ­ვის შეგ­ზავ­ნი­ლი აგენ­ტი კი არ იყო, არა­მედ რუ­სე­თის მი­ერ ჩვენს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში ჩა­ნერ­გი­ლი ჯა­შუ­ში.

P.S. ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით მფრი­ნა­ვე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბისა და ფო­ტოგ­რა­ფე­ბის და­კა­ვე­ბა იმ შემ­თხვე­ვას ჰგავს, რო­დე­საც "ბე­ღუ­რებს ზარ­ბაზ­ნებს ეს­ვრი­ან", ამ დროს კი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­დი­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი არ­ხე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მოქ­მე­დებს. უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი უპირ­ვე­ლე­სად იმ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ზე ნა­დი­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მუ­შა­ო­ბენ ეროვ­ნუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბის სა­კითხ­ებ­ზე. ეს უპირ­ვე­ლე­სად, სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ეხე­ბა. ბო­ლო წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის შე­ფებ­მა ან არ იცოდ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მი­ერ მცდარ კვალ­ზე და­ყე­ნე­ბის, რე­ა­ლუ­რი აგენ­ტის შე­სა­ნიღ­ბად მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი "ფაქ­ტე­ბის" და "დო­კუ­მენ­ტე­ბის" შექ­მნის და ამ გზით უდა­ნა­შა­უ­ლო, პატ­რი­ო­ტი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ებ­ზე, ან შეგ­ნე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ.

ბესიკ ალადაშვილი, უშიშროების

გადამდგარი პოლკოვნიკი,

ექსპერტი ეროვნული

უსაფრთხოების საკითხებში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ