იტალიელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნათია თათარაშვილი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

იტალიელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნათია თათარაშვილი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

იტალიაში, მონტემურლოში (პრატოს პროვინცია), 90 წლის კლეოფე ნიცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი, 24 წლის ნათია თათარაშვილი ფლორენციის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკითხვისას ნათია თათარაშვილმა თქვა, რომ მასში ორი ადამიანი არსებობს - კარგი და ცუდი.

მისივე თქმით, 90 წლის ქალის მუდმივმა საყვედურებმა და კრიტიკამ იმის თაობაზე, რომ მომვლელი სათანადოდ არ ასრულებდა მოვალეობებს, მისი განრისხება გამოიწვია. გუშინ კი, ერთ-ერთი მორიგი შენიშვნის შემდეგ, ნათია თათარაშვილმა დანით მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიაყენა მას ყელში. როგორც იტალიური მედია წერს, მკვლელობის შემდეგ, ნათია თათარაშვილი შეეცადა გაძარცვის იმიტაცია მოეწყო.

ნათია თათარიშვილმა დაკითხვისას ისიც აღნიშნა, რომ არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა, "რათა მოეკლა ის ცუდი ადამიანი, რომელიც მასში არსებობს".

აქედან გამომდინარე, გამომძიებლებმა საჭიროდ ჩათვალეს, დაედგინათ მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

არსებული ინფორმაციით, ნათია თათარაშვილი 5 წელია, იტალიაში ცხოვრობს და მოკლულთან მომვლელად მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ