კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:45 / 08-01-2013
იტალიელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნათია თათარაშვილი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს
იტალიაში, მონტემურლოში (პრატოს პროვინცია), 90 წლის კლეოფე ნიცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი, 24 წლის ნათია თათარაშვილი ფლორენციის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკითხვისას ნათია თათარაშვილმა თქვა, რომ მასში ორი ადამიანი არსებობს - კარგი და ცუდი.

მისივე თქმით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
90 წლის ქალის მუდმივმა საყვედურებმა და კრიტიკამ იმის თაობაზე, რომ მომვლელი სათანადოდ არ ასრულებდა მოვალეობებს, მისი განრისხება გამოიწვია. გუშინ კი, ერთ-ერთი მორიგი შენიშვნის შემდეგ, ნათია თათარაშვილმა დანით მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიაყენა მას ყელში. როგორც იტალიური მედია წერს, მკვლელობის შემდეგ, ნათია თათარაშვილი შეეცადა გაძარცვის იმიტაცია მოეწყო.
ნათია თათარიშვილმა დაკითხვისას ისიც აღნიშნა, რომ არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა, "რათა მოეკლა ის ცუდი ადამიანი, რომელიც მასში არსებობს".

აქედან გამომდინარე, გამომძიებლებმა საჭიროდ ჩათვალეს, დაედგინათ მისი ფსიქიკური მდგომარეობა.
არსებული ინფორმაციით, ნათია თათარაშვილი 5 წელია, იტალიაში ცხოვრობს და მოკლულთან მომვლელად მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები (13)
27 თებერვალი 2015 11:00
ყველა ლუკმაპურისტვის არ ჩამოდის აქ.ზოგს ჰგონია დაფეთდები,ან იტალიელები ჩვენზე და გავთხოვდები ევროპაშიო.ვის რაში ჭირდები უცხოელი....გატეხილი აქცენტით და მისთვის შეუფერებელი
simarTle
25 თებერვალი 2014 09:48
ნახეთ სტატია ამბები გე-ზე / 24-02-2014 სათაურით:
ქართველ გოგონას იტალიაში 10 წლით ციხეში და განუსაზღვრელი ვადით ფსიქიატრიულში გამოკეტავენ.


განაჩენის გამოტანის შემდეგ, მწვავე განცხადება გააკეთა მოკლულის შვილმა ჯუზეპე მეონიმ, რომელიც დედასთან ცუდი ურთიერთობის გამო, თავიდან ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ითვლებოდა - "ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ის სამუდამოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დარჩება და დაიტანჯება".თქვა მან.
sakonsulo
10 იანვარი 2013 14:25
მაგრად მეცოდება, გამამართლებელი თითქოს არაა ის რასაც ამბობენ,მაგრამ საზიზგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს ზოგიერთების ცხოვრებას ამწარებს ისე რომ ფსიქიკა ღალატობთ. ბევრი შეიძლება ვიმსჯელოთ. აქ ვიღაცეები მაგრად გულაობენ და ვიგზცეები თვიდანთვემდე თავს ძლივს იტანენ და ესეთები ძალიან ბევრნი არიან. ზოგი საკუთარი ბებიის კააპრიზებს ვერ იტანს და სადგაც ვიგაცას უვლის და თან გვერდზე მეგობარიც არ ყავს წლები, სადღაცაა გადაკარგული, ძნელია რაა მართლა.
hg
08 იანვარი 2013 23:29
ნუ თამაშობ პატრიოტის როლს. შენ რა იცი ვინ მოკვდა და ვინ გადარჩა. ვითომ არ გინდოდა თურმე საქართველოდან წასვლა. საქართველოდან წასვლის შანსი არ მოგეცა, თორემ თუ არ წახვიდოდი აი ნახავ მერე რა. ან შეიძლება უზრუნველი ცხოვრება გაქვს. აქ ნუ დაიწყეთ ზოგმა ემიგრანტების დადანაშაულება რატომ წავიდნენო.ლუკმა-პური ენატრებათ და იმიტომ, თორემ თქვენზე ნაკლები პატრიოტი არავინაა. ისე, ეს გოგო მეცოდება, 19 წლის წავიდა საზღვარგარეთ და უყურებდა ვიღაც მოხუცს. ეჰ, რა რთულია ცხოვრება.
makarenko-s
08 იანვარი 2013 19:46
მართლაც ცოდუაა ეს გოგო მშობლების დანაშაული კი ისაა რომ სათანადოდ ვერ მიხედეს მის შვილს
1234
08 იანვარი 2013 15:44
ეგ გოგო ქუთაისელია ვიცი,ისიც ვიცი რაც მას ჩირდა მშობლების ბრალია,ბავშობიდან იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს და მერე იტალიაში გაუშვეს,მე ეგ ადამიანი მეცოდება,სხვათაშორის მამა ექიმი ყავს,ეგ არის ყველასთვის მაგალითი როგორი უნდა იყვნენ მშობლები,გადავდოთ პირადი ხუშტურები და შვილებს მივხედოთ თორემ სულ დავიღუპებით...
me
08 იანვარი 2013 15:27
საბრალო გოგო, ვინ იცის რისი გადატანა უხდებოდა. ვინც არ იცის როგორ ცხოვრობენ ემიგრანტები უცხოეთში იოლად განსჯის...
უბრალოდ ქართველი
08 იანვარი 2013 15:23
თქვენ ნორმალურები ხართ??? ადამიანის მკვლელობას არაფერი ამართლებს, არც იტალიაში დაგახვეწა და არც გამწარებული ცხოვრება ამართლებს!
nina nina
08 იანვარი 2013 14:57
აქ ვინც დარჩა არ მომკვდარა, ბევრი გაჭირვებ გამოვიარეთ, დამცირება და შემცირება დღესაც გრძელდება, მაგრამ აქედან საქართველოდან წასვლა არც მიფიქრია, იმიტო კი არა რომ მე მაწყენდა ევრო-დოლარები, იმიტომ რომ ვერ ვიცხოვრებდი საქართველოდან შორს, ისე შრომა ემიგრანტებს რომ აქვთ ისეთი უნდა. ჩვენი შრომის კოდექსი არაფრად არ ვარგა და გინდა იქ იყავი უუფლებო ემიგრანტი, გინდა აქ ასეთივე უუფლრბო მოქალაქე, სხვაობა არ არის.
makarenko
08 იანვარი 2013 14:36
10-15-20 წელია გადახვეწილნი არიან , მაგაზე რატომ არ თხობთ პასუხს ვინმეს?!მიჩვეული იყო ზოგიერთი უშრომლელად ფულს და ისინი გაიქცნენ აქედან ,არც უნდათ დაბრუნება ,არ უყვართ საქართველო!აქ ხომ უშუქობა , შინშილი,გათბობა არა , წყალი არა, პური არა, ფული არა,!!!ა.შ ა.შ.
ნანა
08 იანვარი 2013 14:32
იქნებ ახლა მაინც მოვნახოტ საფუდზველი, რამ ცაიკვანა 20 ცლის გოგონა 90 ცლის ქალის მომვლელად იტალიასჰი. რა გადახდა მას იქამდე, ვიდრე ამ ნაბიჯამდე მივიდოდა. როგორც იქიდან ცჰამოსულები აცხადებენ, მატ ხომ პირუტკვებივიტ ექცევიან და ამუსჰავებენ. კოველივე კარგსა და ცუდსჰი ჯერ ტავიდატავი, მიზეზი, საფუდზველი უნდა ვედზიოტ
baia tandarashvili
08 იანვარი 2013 14:12
მომრავლდნენ იტალიაშიც საქართველოს შემარცხვენლები
3702
08 იანვარი 2013 14:03
სხვა რომ არაფერი, მარტო ამ გადასახლებული, გაუბედურებული, ცხოვრებაგამწარებული ემიგრანტების გამო უნდა მოეთხოვოთ პასუხი ნაცებს. ეს არის მათი მილიონი სამუშაო ადგილი, ცხოვრების მაღალი დონე, განათებული ქუჩები და ასფალტიანი გზები.
mano
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:42 / 25-07-2016  Image მოგზაურობა პანკისის ხეობაში - ადგილი, სადაც დრო ჩერდება
პანკისში მრავალი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირი პირველად ახლა შეჰყავთ
19:43 / 24-07-2016  Image "თუ თვლით, რომ მე, როგორც ჰომოსექსუალს, გაყენებთ შეურაცხყოფას, მაშინ გაგვეხსენით" - თამარ ივერი დავით კინწურაშვილს პასუხობს
"თქვენგან განსხვავებით, მსოფლიო საოპერო თეატრებს ბევრი გენიალური ჰომოსექსუალი დირექტორი ხელმძღვანელობს"
10:30 / 25-07-2016  Image საქპატენტმა სულგუნი, როგორც ქართული ეროვნული პროდუქტი, დაარეგისტრირა
დღესდღეობით სანტე ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელმაც წარმატებით გაიარა ინსპექტირების ყველა ეტაპი
10:50 / 25-07-2016  Image როგორია ავარიის დროს დაშავებული მორაგბეების და მათი მეუღლეების მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია საავადმყოფოდან
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა
21:09 / 24-07-2016  Image "ორპირ და მოთამაშე ადამიანს ყოველთვის იხმარენ და გადააგდებენ ნებისმიერ სფეროში, ეს კარგად დაიმახაოვრეთ!" - ვინ გაანაწყენა ნინო ჩხაიძე
"ჰგონიათ, სტატუსი მოიპოვეს და დამკვიდრდნენ ცხოვრებაში..."
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49