კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:21 / 18-01-2013
პოლიციელები ამბობენ, რომ უფროსები მაქსიმალური ჯარიმის გამოწერას ავალებენ
"ყოველდღე ტარდება თათბირი, სადაც გვეუბნებიან, რომ თუკი იქნება დარღვევა, მძღოლები მაქსიმალური რაოდენობის თანხით დავაჯარიმოთ. რაიონში ხშირი არაა მსგავსი შემთხვევები, შესაბამისად ჯარიმის საერთო რაოდენობაც ნაკლებია. ზოგჯერ დღეში ერთი ჯარიმაც არ იწერება და ასეთ დროს უფროსისგან საყვედურს ვიღებთ. თვალები გაახილეთ და დაინახეთო..."- აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სამეგრელოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

მსგავს განცხადებას აკეთებს, ასევე ანონიმურობის პირობით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პატრული გიორგიც: "ჯარიმებს ყოველთვის შესაბამისად ვწერდით, მაგრამ არის დარღვევები, სადაც დაწესებულია მინიმალური და მაქსიმალური ფულადი ჯარიმა. ბოლო 2 თვეა, უფროსობისგან პირდაპირ ვიღებთ დავალებას, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენიბით გამოვწეროთ ჯარიმები".

"რეზონანსი" შეეცადა დაკავშირებოდა შს სამინისტროს, თუმცა ოფიციალური კომენტარის მოპოვება ვერ შევძელით, როგორც აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ასევე იმ თანხების წლიურ რაოდენობაზე, რომელიც პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შედის.

შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ 2011 წლის მონაცემები, სადაც არაა მითითებული თანხის რაოდენობა, თუმცა აღნიშნულია გამოწერილი და გადახდილი ჯარიმების რაოდენობა.

2011 წლის სტატისტიკით, ადმინისტრაციული სამართალ-დარღვევებით თბილისი/მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს. ყველაზე ნაკლები დარღვევა კი კახეთშია დაფიქსირებული.

ყველაზე ხშირ ადმინისტრაციულ დარღვევათა შორის გამოიკვეთა 3 ძირითადი მუხლი:
1.125-ე მუხლი - სიჩქარის გადაჭარბება, დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, საავარიო ვითარების შექმნა, რომელიც სხვადასხვა შემთხვევებში 20, 50, 100, 150, 300, 500 ლარით ჯარიმდება. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს ამ მუხლის დარღვევისთვის 639 700 ჯარიმა იქნა გამოწერილი, საიდანაც 575 620 გადახდილია.

2. 118-ე მუხლი- უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა. ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით 10- 100 ლარი. სულ გამოწერილია 178 071 ჯარიმა, საიდანაც გადახდილია 168 688.

3. 116-ე მუხლი - სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის. ისჯება 200, 250, 500, 1000, 1500 ლარიანი ჯარიმით. აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის გამოწერილია 42 547 ჯარიმა, საიდანაც გადახდილია 33 142.

თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ (ზემოთ აღნიშნული სამი მუხლი) გადახდილი ჯარიმების რაოდენობას შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალურ თანხაზე გადავამრავლებთ, ვნახავთ, რომ 2011 წლის მონაცემებით (მხოლოდ 3 მუხლზე დაყრნობით), საქართველოს ბიუჯეტში პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან 20 მილიონამდე (19 827 680) ლარია შესული. რეალობაში კი ეს მაჩვენებელი ბევრად მეტი იქნება.

რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ჯარიმებიდან შესული თანხა და თამაშობს თუ არა იგი ძირითად როლს ქვეყნის ბიუჯეტში?

"რეზონანსი" ესაუბრა ეკონომიკის ექსპერტს , ირაკლი შავიშვილს, რომელიც აღნიშნავს, რომ ხშირად ბიუჯეტი სწორედაც ჯარიმების ხარჯზე ივსება.

"ბიუჯეტის კანონში თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 100-150 მილიონს შეადგენს. ეს ის თანხებია, რომლის ხარჯზეც ბიუჯეტი ივსება."

თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტს ირაკლი იაშვილს, რომლის თქმითაც ჯარიმებიდან შემოსულ თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეკონომისტი და პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე კი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სახაზინო პრობლემაზე საუბრობს და პატრულის თანამშრომლებისთვის დავალებულ მოთხოვნას, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაქსიმალური რაოდენობის ჯარიმები გამოწერონ, ამას უკავშირებს.

"ჯარიმები არ ასახავს ბიუჯეტის შემოსავლის ძირითად ნაწილს, მაგრამ ისეთი ღარიბი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მითუმეტეს რომ ჯარიმებიდან საკმაოდ დიდი თანხა შედის ბიუჯეტში. ის, რომ პატრული უბრალო ფორმალურ დარღვევებზეც კი რეაგირებს, ეს აშკარად ჩანს და ჩემს თავზეც გამომიცდია.

"არჩევნების შემდგომ დღეებში არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვა, რომ სახელმწიფო უწყებებში თანხების ზედმეტი ხარჯვა მიმდინარეობდა, რათა ახალი ხელისუფლებისთვის დაცარიელებული ხაზინები დაეხვედრებინათ. სავარაუდოდ, სწორედ ეს პრობლემა დადგა დღის წესრიგში და ამიტომაც გაჩნდა ეს მოთხოვნა, თუ, რა თქმა უნდა, სიმართლეა,"-ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გიორხელიძე.

სალომე სიგუა
გაზეთი ”რეზონანსი”
11:17 / 19-01-2013
ამ სტატიის დამწერი ჩარჩენილია 90-იან წლებში და თან ტყუის რომ პატრულს ინსპექტორმა რაღაც უთხრა.სასაცილოა.დღეს დღეობით არ არსებობს ადმინისტრაციული ჯარიმა რომელიც მინიმალურ და მაქსიმალურ ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.არის მუხლი და არის ერთი კონკრეტული ფულადი ჯარიმა!!!
me
10:06 / 19-01-2013
დაარღვიე?-გადაიხადე !...აბა როგორ გინდათ მძღოლებო?
mzia
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:46 / 01-09-2015  Image მწვანე ტბის საიდუმლო - რატომ დამალა "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ ასლან აბაშიძის დროს ტბაში ჩაყრილი იარაღის ამბავი?!
ჩაძირული ყუმბარმტყორცნები კარგ მდგომარეობაშია, შესაბამისად არსებობს საფრთხე
18:08 / 01-09-2015  Image ბიჭმა მორიგეობისას ჩაძინებული ექიმის ფოტო გაავრცელა, თუმცა ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა...
გამოაქვეყნა იმ იმედით, რომ ბევრი ადამიანი გაიზიარებდა მის აზრს, თუმცა...
18:06 / 01-09-2015  Image ნუკი კოშკელიშვილის ამერიკული თაფლობის თვე - მოდელი ფოტოებს აქვეყნებს
ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი გათხოვდა.
14:52 / 01-09-2015  Image მდიდარი ადამიანები, რომლებმაც ქონება ქველმოქმედებას მოახმარეს
წარმოგიდგენთ რალურ ისტორიებს მდიდარი ადამიანების შესახებ
13:15 / 01-09-2015  Image "ლევანი სიურპრიზების მეფეა" - როდის გეგმავს კუბლაშვილი-ხურციას ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილს

ყურადღება!
ვაკანსია "პალიტრა მედია ჰოლდინგში"