შსს-მ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა

შსს-მ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ბათუმში დღეს მომხდარი ინციდენტის ადგილის მიმდებარედ, გრიბოედოვის ქუჩაზე, "ავერსის" აფთიაქთან დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს.

შსს-ს განცხადებით, ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალა 28 მარტს, 10:40 საათზე მომხდარ ფაქტს სრულად ასახავს.

"ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დაარღვია "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა როინ ფარტენაძემ საგზაო მოძრაობის წესები და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანას, რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა.ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყობა არ მიუყენებია. აღნიშნულ ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია იკვლევს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: შსს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ