რა გა­მორ­ჩა გა­მო­ძი­ე­ბას ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე­ში

რა გა­მორ­ჩა გა­მო­ძი­ე­ბას ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე­ში

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ. 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის ცხე­და­რი წყლით სავ­სე ქვევ­რში იპო­ვეს.

ჩვი­ლის გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თა­ნა­ვე ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხ­ა­ვი ვერ­სი­ე­ბი გავ­რცელ­და. ბავ­შვის გვა­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რთა დე­ტა­ლურ და­კითხ­ვას შე­უდ­გა. თავ­და­პირ­ვე­ლად ეჭ­ვი თით­ქოს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ერ­თ-ერთ ნა­თე­სავ­ზე ჰქონ­დათ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ვერ­სია გა­მო­ი­რიცხ­ა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით, ამ საქ­მეს­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კავშირი ჰქონ­დათ ამა­ვე რა­ი­ო­ნის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტარი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის სა­ნა­თე­სა­ოს. პა­ტა­რა ბარ­ბა­რეს დე­და, დე­ი­და და რა­ფა­ლი­ან­ცე­ბის ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე ახ­ლო­ბე­ლი ამ­ბობ­და, რომ მათ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე­ე­ბი, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი (გვა­რებ­საც ასა­ხე­ლებ­დნენ) ბავ­შვის მო­ტა­ცე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუ ისი­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას არ ჩა­მო­შორ­დე­ბოდ­ნენ. გა­მო­ძი­ე­ბა ამ ვერ­სი­ა­საც კვალ­ში ჩა­უდ­გა და და­იწყო გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის მომ­ხრე­თა და­კითხ­ვა. მოკ­ლედ, ასეა თუ ისე, მკვლე­ლო­ბის საქ­მე გა­უხ­სნე­ლი დარ­ჩა - ბუნ­დო­ვა­ნი იყო მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვიც და ისიც, თუ რა გა­რე­მო­ე­ბა­ში მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი. თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, 10 თვის ბარ­ბა­რე ქვევ­რში ჩაგ­დე­ბი­სას ცოცხ­ა­ლი იყო და მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბა თავ­და­ხუ­რულ ქვევ­რში ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბამ გა­მო­იწ­ვი­ა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იმის დას­ტუ­რად, რომ მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა წინ მიდი­ო­და, გან­ცხა­დე­ბებ­საც ხში­რად აკე­თებ­დნენ, თუმ­ცა მო­ტი­ვიც და ვერ­სი­აც ამა თუ ჭორ­ზე დაყ­რდნო­ბით იც­ვლე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად მრა­ვა­ლი ვერ­სია მუ­შავ­დე­ბო­და. ამა­სო­ბა­ში კი გა­მო­ძი­ე­ბას გა­მორ­ჩა მთა­ვა­რი - წყლით სავ­სე ქვევ­რი, რო­მელ­შიც 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი ჩა­იხ­რჩო, წე­სი­ე­რად არც კი და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ათ. არ ამო­უ­ტუმ­ბავთ წყა­ლი, არც შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო და აუ­დი­ო­მა­სა­ლა მო­უმ­ზა­დე­ბი­ათ. გავრცელებული ინფორმაციით გა­მო­ძი­ე­ბის ამ უყუ­რადღ­ე­ბო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ რა­ფა­ლი­ან­ცებ­მა ქვევ­რი­დან წყა­ლი თავად ამო­ტუმ­ბეს და ფსკერ­ზე იპო­ვეს ცის­ფე­რი სპორ­ტუ­ლი ჩან­თა, რო­მე­ლიც ოჯა­ხის არც ერთ წევრს არ ეკუთ­ვნის. ეს ამ­ბა­ვი პა­ტა­რა ბარ­ბა­რეს მშობ­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბას შე­ატყ­ო­ბი­ნეს და ქვევ­რში ნა­პოვ­ნი ჩან­თა ექ­სპერ­ტი­ზას გა­და­ე­ცა. უკ­ვე სა­მი კვი­რა გა­ვი­და, ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი კი დღემ­დე უც­ნო­ბი­ა. რა­ფა­ლი­ან­ცე­ბი საქ­მის გახ­სნას ითხ­ო­ვენ და დახ­მა­რე­ბის­თვის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა­ვენ.

7 თვის შემ­დეგ ექ­სპერ­ტე­ბი ამბობენ, რომ ამ ტრა­გი­კულ და შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბამ არ ან ვერ შე­ას­რუ­ლა მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა. კერ­ძოდ, ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლის გა­მორ­ჩე­ნა, რო­გო­რიც წყლით სავ­სე ქვევ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ა, ამას კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს. რი­სი ბრა­ლია ეს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძნე­ლი­ა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, მე­ტი მო­ბი­ლი­ზე­ბა იყო სა­ჭი­რო.

ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის მკვლე­ლო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს და­ემ­თხვა და ამ ფაქ­ტით პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­აც კი ხდე­ბო­და. გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის მა­შინ­დე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი - არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხალხს არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ყვე­ლა­ფერს იღო­ნებ­დნენ სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი არც მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილს და არც გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს ამ და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნი­სათ­ვის ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­უდ­გამთ. არა­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ორი ადა­მი­ა­ნი უნ­და იყოს ამ საქ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ორი­ვე მათ­გა­ნის სა­ხე­ლი, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან­ და­კავ­ში­რე­ბით არა­სა­სურ­ველ კონ­ტექ­სტში იყო მო­იხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

ალ­ბათ, დროა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე გახ­სნან და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცულ მკვლე­ლო­ბას ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნონ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცი­ით და­ვინ­ტე­რეს­დით, თუმ­ცა ამ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყ­ე­ბა­ში ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ უპა­სუ­ხეს.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ