აშშ-ის არ­მი­ის ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცი პრო­კუ­რორ ხვა­და­გი­ანს გა­ძარ­ცვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს

აშშ-ის არ­მი­ის ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცი პრო­კუ­რორ ხვა­და­გი­ანს გა­ძარ­ცვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს

თბი­ლი­სე­ლი გრი­გო­რი სარ­ქი­სი­ა­ნი 21 წლის წინ ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში წა­ვი­და საცხ­ოვ­რებ­ლად, 5 წე­ლი მსა­ხუ­რობ­და აშ­შ-ის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში, 2007 წელს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.­ გრი­გო­რი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ წარ­დგა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე, ახ­ლა­ხან კი ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა და უჩი­ვის პრო­კუ­რორს, რო­მელ­მაც, მი­სი თქმით, პა­ტიმ­რის 50 000 დო­ლა­რი და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი მი­ი­სა­კუთ­რა. "დე­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც აშ­შ-დან ფულს პერ­მა­ნენ­ტუ­ლად რიცხ­ავ­და პრო­კუ­რო­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ან­გა­რი­შებ­ზე, მარ­თა­ლი­ა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს, ხო­ლო პრო­კუ­რორ ან­ზორ ხვა­და­გი­ანს თაღ­ლი­თო­ბა და­უმ­ტკიც­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მე­ზე მა­ინც არ რე­ა­გი­რებს", - გვე­უბ­ნე­ბა გრი­გო­რი სარ­ქი­სი­ა­ნი.

- 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ოჯა­ხით აშ­შ-ში წა­ვე­დით საცხ­ოვ­რებ­ლად. ვცხოვ­რობ­დი ფლო­რი­დის შტატ­ში, ქა­ლაქ ჯექ­სონ ვილ­ში. ხუ­თი წე­ლი ვმსა­ხუ­რობ­დი აშ­შ-ის საზღ­ვაო ქვე­ით ჯარ­ში, ვიბ­რძო­დი ერაყ­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი. 2007 წელს ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში საცხ­ოვ­რებ­ლად. მა­ნამ­დე, რა­ღაც პე­რი­ო­დი, ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, და­ვიწყე მკურ­ნა­ლო­ბა და ექი­მის­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­მე­ნიშ­ნა სუ­ბო­ტექ­სი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­დან 8 თვე­ში და­მა­პა­ტიმ­რეს და საპ­რო­ცე­სოს გა­დახ­დის შემ­დეგ, ერთ წე­ლი­წად­ში გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­ლე ხელ­მე­ო­რედ და­მი­ჭი­რეს. ჩე­მამ­დე და­ა­კა­ვეს ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­გა­ნაც ვი­ძენ­დი სუ­ბო­ტექსს. მან და­მი­რე­კა და კა­ლა­უბ­ნის ქუ­ჩა­ზე, თა­ვის სახ­ლში და­მი­ბა­რა. ეზო­ში მი­სულს სი­ტუ­ა­ცია სა­ეჭ­ვოდ მეჩ­ვე­ნა, მაგ­რამ მა­ინც ავე­დი მას­თან, ვი­ყი­დე ნა­ხე­ვა­რი აბი და იქ­ვე მი­ვი­ღე. ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ქალ­ბა­ტო­ნი მე­ლო­და, ჩავ­ჯე­ქი თუ არა, პო­ლი­ცი­ამ გად­მომ­სვა და მივ­ხვდი, რომ საქ­მე მი­ცე­მუ­ლი ჰქონ­დათ. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­კითხ­ვა და­მიწყ­ეს, ვუთხ­ა­რი, "სუფ­თა" ვარ­-მეთ­ქი, ანუ თან რომ არა­ფე­რი მქონ­და, არ და­მი­მა­ლავს, რომ ნა­ხე­ვა­რი აბი მი­ვი­ღე. 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა გა­მო­მი­წე­რეს. ამა­სო­ბა­ში პო­ლი­ცი­ე­ლებს ვი­ღაც შე­ეხ­მი­ა­ნა და ამის შემ­დეგ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჰე­რო­ი­ნი "აღ­მო­მაჩ­ნდა". პო­ლი­ცი­ა­ში მითხ­რეს, თუ არ იტყ­ვი, რომ ეს წა­მა­ლი შე­ნი­ა, ამ გო­გო­საც თან მი­გა­ყო­ლებ­თო. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი მე­ღი­ა­რე­ბი­ნა. "ჰე­რო­ი­ნი" ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა რე­ზო ავ­და­ლი­ან­მა ჩა­მი­დო ბრა­ლის და­სამ­ძი­მებ­ლად. ვე­უბ­ნე­ბო­დი, სუ­ბო­ტექ­სი მაქვს მი­ღე­ბუ­ლი და ის მა­ინც ჩა­მი­დეთ­-მეთ­ქი.

მოკ­ლედ, მოვ­ხვდი ცი­ხე­ში და ამის შემ­დეგ და­იწყო მთა­ვა­რი. ჩემ­თან შე­მო­ვიდ­ნენ ზე­დამ­ხედ­ვე­ლი პრო­კუ­რო­რი თა­მარ პა­პა­ვა და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რე­ზო ავ­და­ლი­ა­ნი, რომ­ლებ­მაც მითხ­რეს, საპ­რო­ცე­სოს არ გა­გი­ფორ­მებთ, თუ ხელს არ და­ა­დებ ადა­მი­ანს, რომ­ლის­გა­ნაც იყი­დე წა­მა­ლიო და და­მი­სა­ხე­ლეს სულ სხვა პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც კი ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ მის­გან წა­მა­ლი არ შე­მი­ძე­ნი­ა. რო­გორც ჩანს, მი­სი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ. სა­სა­მარ­თლო­ში შევ­ხვდით მე და ის ბი­ჭი, ვის­თვი­საც ხე­ლი უნ­და და­მე­დო (მა­საც წა­მა­ლი ჩა­უ­დეს და და­ა­კა­ვეს) და ავუხ­სე­ნი, რა­საც მა­ი­ძუ­ლებ­დნენ. მითხ­რა, თუ საპ­რო­ცე­სოს გა­გი­ფორ­მე­ბენ, არ მი­მა­ტო­ვო, სი­მარ­თლე თქვი­ო. ზი­ათხ­ატ დუ­ნი­ა­ევ­ზე იძუ­ლე­ბით და­მა­დე­ბი­ნეს ხე­ლი და არც საპ­რო­ცე­სო გა­მი­ფორ­მეს. ჩემ­თან შე­მო­ვი­და ად­ვო­კა­ტი თა­მაზ რუ­სა­ძე და მითხ­რა, შე­ნი ნა­თე­სა­ვის, პრო­კუ­რორ ან­ზორ ხვა­და­გი­ა­ნის ახ­ლო­ბე­ლი ვარ, მან და­მი­ქი­რა­ვა შენს და­სა­ცა­ვა­დო. ვი­ნა­ი­დან გა­მო­ძი­ე­ბას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლე და და­ნა­შა­უ­ლი ვა­ღი­ა­რე, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე მი­დი­ო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა. დე­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც აშ­შ-ში ცხოვ­რობს და არის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე, საპ­რო­ცე­სოს­თვის პე­რი­ო­დუ­ლად გზავ­ნი­და თან­ხებს, მაგ­რამ რუ­სა­ძე ყვე­ლა ვი­ზი­ტი­სას მე­უბ­ნე­ბო­და, ფუ­ლი არ გად­მო­რიცხ­უ­ლა­ო. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ი­დან გა­და­ვე­დით აპე­ლა­ცი­ა­ში. პრო­ცე­სე­ბი თვე­ო­ბით ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და იმ მი­ზე­ზით, რომ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის­თვის თან­ხა "არ იყო". 2010 წლის მარ­ტში და­მა­კა­ვეს და 2011 წლის იან­ვრის ბო­ლომ­დე დე­და­ჩე­მი პე­რი­ო­დუ­ლად რიცხავდა ფუ­ლს, რა­მაც ჯამ­ში 50.000 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. თან­ხე­ბი ირიცხ­ე­ბო­და პრო­კუ­რორ ან­ზორ ხვა­და­გი­ა­ნის, მი­სი შვი­ლის და ცო­ლის ან­გა­რი­შებ­ზე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ დე­და­ჩემს და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ - გად­მო­რიცხე ად­ვო­კა­ტის, საპ­რო­ცე­სოს, შეწყ­ა­ლე­ბის ფუ­ლი, საკ­მა­რი­სი არ არი­სო და ისიც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გზავ­ნი­და. იმ დროს, რო­დე­საც აპე­ლა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­ცე­სე­ბი, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ დე­დას გად­მო­რიცხ­უ­ლი ჰქონ­და 30.000, რო­მე­ლიც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იყო საპ­რო­ცე­სოს გა­სა­ფორ­მებ­ლად (20.000 ლარს ითხ­ოვ­დნენ), ყვე­ლა ქვი­თა­რი დევს საქ­მე­ში. სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში მო­ვი­და ჩე­მი ად­ვო­კა­ტი და მითხ­რა, უა­რი თქვი საპ­რო­ცე­სო­ზე, რად­გან ხვა­და­გი­ან­მა თქვა, თან­ხა არ გვაქვს და ისევ ჩე­მი კავ­ში­რე­ბით გა­მო­ვიყ­ვა­ნო. ასე რომ, საპ­რო­ცე­სო­ზე უა­რი ვთქვი და მო­მი­სა­ჯეს 10 წე­ლი. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­რე­კავ­დი ან­ზორ ხვა­და­გი­ანს, რო­მე­ლიც იმედს მაძ­ლევ­და და ყვე­ლა მო­ახ­ლო­ე­ბულ დღე­სას­წა­ულ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მპირ­დე­ბო­და. მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი ჩემს მშობ­ლებ­თან რე­კავ­დნენ და თან­ხებს კვლავ აგ­ზავ­ნი­ნებ­დნენ ათას­ნა­ი­რი მი­ზე­ზით. ბე­ბი­ა, მა­მის დე­და, ხვა­და­გი­ა­ნი მყავს, მი­სი ნა­თე­სა­ვია პრო­კუ­რო­რი ხვა­და­გი­ა­ნი და რას ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ნა­თე­სა­ვე­ბი ასე მოგ­ვექ­ცე­ოდ­ნენ? დე­და­ჩემს ეჭ­ვი არ შე­უ­ტა­ნი­ა, რომ მის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თან­ხე­ბი ბი­უ­ჯეტ­ში ირიცხ­ე­ბო­და. რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ მატყ­უ­ებ­დნენ და საქ­მე ად­გი­ლი­დან არ იძ­ვრო­და, გა­მო­ვიც­ვა­ლე ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­მაც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა, მო­ითხ­ო­ვა გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­თა გა­მოვ­ლე­ნა. და­იწყო ძი­ე­ბა, ამო­ი­ღეს ჩა­ნა­წე­რე­ბი - დე­და­ჩემს აქვს სკა­ი­პის ჩა­ნა­წე­რე­ბიც და პი­რა­დი სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბიც, და­ი­კითხ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, დად­გინ­და და­ნა­შა­უ­ლი, ანუ ხვა­და­გი­ა­ნის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი თაღ­ლი­თო­ბა, და დე­და­ჩე­მი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა­დაც ცნეს.

პრო­კუ­რორ ხვა­და­გი­ა­ნის და მი­სი ოჯა­ხის პო­ზი­ცია ასე­თია - თან­ხა კი ავი­ღეთ, მაგ­რამ ეს საპ­რო­ცე­სოს ფუ­ლი კი არა, ვა­ლი იყო­ო. ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, შვი­ლი ცი­ხე­ში გყავ­დეს, საპ­რო­ცე­სოს გთა­ვა­ზობ­დნენ, ამის­თვის ფულს არ იხ­დი­დე და პრო­კუ­რორს ვალს აძ­ლევ­დე? მო­ვი­ხა­დე 3 წე­ლი და ამ­ნის­ტი­ით გავ­თა­ვი­სუფ­ლდი.

- პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­ა­გი­რე­ბა რო­გო­რია ამ საქ­მე­ზე?

- პრო­კუ­რა­ტუ­რაც იზი­ა­რებს, რომ ხვა­და­გი­ან­მა დე­და­ჩე­მის­გან აი­ღო ვა­ლი და დამ­ნა­შა­ვეს არ იჭე­რენ. ამ­ჟა­მად ზე­დამ­ხედ­ვე­ლი პრო­კუ­რო­რი არის სო­ფო ბა­რა­ბა­ძე, რო­მე­ლიც დამ­ნა­შა­ვე­ებს ხელს აფა­რებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ ამ საქ­მე­ში თურ­მე თაღ­ლი­თო­ბა და თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა არ იკ­ვე­თე­ბა. ხვა­და­გი­ა­ნებ­მა შე­მო­მით­ვა­ლეს, გა­ჩერ­დი, ნა­თე­სა­ვი არ ხარ, რას კად­რუ­ლო­ბო! მა­შინ არ ვი­ყა­ვი ნა­თე­სა­ვი, ასე რომ გამ­ძარ­ცვეს? გარ­და იმი­სა, რომ ხვა­და­გი­ან­მა მი­ღა­ლა­ტა, ჩვე­ნი ფუ­ლი მი­ით­ვი­სა, ჩე­მი ნივ­თე­ბიც მი­ი­სა­კუთ­რა. ისი­ნი გა­და­ვე­ცი ლექ­სო ხვა­და­გი­ანს, ან­ზო­რის მე­ო­რე ვაჟს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რუს­თა­ვის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობს. სა­უ­ბა­რია "გუ­ჩის" ფირ­მის სა­ათ­ზე, მო­ბი­ლურ­ზე (ა­ი­ფო­ნი) და 3.000-დო­ლა­რი­ა­ნ "იმ­პე­რი­ა­ლის" 80-გრა­მი­ა­ნ ოქ­როს ძეწ­კვზე. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­დე­საც "კა­პე­ზე­დან" გა­მოვ­დი­ო­დი, ნივ­თე­ბი და­მიბ­რუ­ნეს და სა­სა­მარ­თლო­ში ისე შე­მიყ­ვა­ნეს, ისი­ნი თან მქონ­და. შემ­დეგ, რო­დე­საც გი­რაო არ შე­მი­ფარ­დეს და ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს, მო­ვიხ­სე­ნი სა­ა­თი და ძეწ­კვი და ლექ­სო ხვა­და­გი­ანს გა­და­ვე­ცი. მათ მხო­ლოდ სა­ა­თი და ჯა­რის სამ­ხედ­რო ბირ­კა და­მიბ­რუ­ნეს. რო­დე­საც მოვ­თხო­ვე, ხვა­და­გი­ა­ნებ­მა მითხ­რეს, ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ფუ­ლი გვჭირ­დე­ბო­და და შე­ნი ოქ­როს ძეწ­კვი 500 ლა­რად ჩავ­დეთ ლომ­ბარ­დში, მაგ­რამ ნუ გე­ში­ნი­ა, და­გიბ­რუ­ნებთო. რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბა და­იწყ­ო, ან­ზორ ხვა­და­გი­ა­ნის ცოლ­მა და­მი­რე­კა და მთხო­ვა, გვი­ჭე­რენ და იქ­ნებ დე­და­შენს სთხო­ვო, გა­ჩერ­დეს, ფულ­საც და­გიბ­რუ­ნებთო. ამის შემდეგ კი­დევ და­მი­რე­კეს და დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­ფა­რე­ხი და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თო­ბი შე­მომ­თა­ვა­ზეს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ნა­ტახ­ტარ­ში მი­წის ნაკ­ვეთ­საც მოგ­ცემთ, ოღონდ ხმა არ ამო­ი­ღო­თო. ახ­ლა სა­ერ­თოდ აღა­რა­ფერს ამ­ბო­ბენ. პრო­კუ­რა­ტუ­რა შეგ­ვპირ­და, რომ ამ ადა­მი­ანს ერთ კვი­რა­ში და­ი­ჭერ­დნენ და პა­სუხს აგე­ბი­ნებ­დნენ, მაგ­რამ ამა­ოდ. მიკ­ვირს, რა­ტომ აფა­რე­ბენ ხელს და არ სჯი­ან თაღ­ლით ადა­მი­ანს, ან­ზორ ხვა­და­გი­ანს, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლი და­უმ­ტკიც­და?!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე