ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა?!

ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა?!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ გა­მოცხ­ად­და და ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"თე­ლა­სის" ყო­ფილი გე­ნე­რა­ლური დი­რექ­ტორის, ზუ­რაბ არ­სოშ­ვილის უცხ­ო­ე­თში გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გადამოწმებას "ყვე­ლა სი­ახ­ლე" მის სა­ახ­ლობ­ლო წრეს­თან შე­ე­ცა­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ არ­სოშ­ვი­ლი უცხ­ო­ეთ­ში მარ­თლაც გამგზავრებულა. ინ­ფორ­მა­ცია ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლის უცხ­ო­ეთ­ში გაქ­ცე­ვის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნაც გავ­რცელ­და, რო­ცა მას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ან­გა­რიშ­ზე გა­და­რიცხ­უ­ლი ასე­უ­ლო­ბით ათასი ლა­რის გა­და­რიცხ­ვის გა­მო ედა­ვე­ბოდ­ნენ და ამ ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია სწო­რედ "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა. მა­შინ ზუ­რაბ არ­სოშ­ვილს "თე­ლა­სი­დან" გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩივ­ლეს. არ­სოშ­ვი­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და, მაგ­რამ შს და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ამ­ბობ­დნენ, რომ არ­სოშ­ვი­ლი ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბას მის­ცემ­სო, მაგ­რამ იგი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ გა­მოცხ­ად­და და ისევ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ გი­ორ­გი ონი­ანს ესა­უბ­რა:

- წა­ვი­და თუ არა არ­სოშ­ვი­ლი, არ ვი­ცი, მაგ­რამ ვა­დას­ტუ­რებ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მოწ­მე­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი - 60 მოწ­მე ვერ მო­იყ­ვა­ნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ეს მოწ­მე­ე­ბი მო­ეხ­სნათ. ფაქ­ტი­ა, რომ 60-მა ადა­მი­ან­მა შე­ი­კა­ვა თა­ვი, ტყუ­ი­ლი ეთ­ქვა და მოწ­მედ დად­გო­მო­და პრო­კუ­რა­ტუ­რას, მათ შო­რის არ­სოშ­ვილ­მაც.

- თქვე­ნი აზ­რით, ისიც ტყუ­ილს გა­ექ­ცა, თუ "პრო­კუ­რა­ტუ­რის მოწ­მეს" თა­ვად აქვს პრობ­ლე­მე­ბი?

- ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, იგი გა­ექ­ცა იმ ზე­წო­ლას, რაც მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

- არ­სოშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო...

- მას არ შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბის­გან ვი­ცი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან "აწ­ვე­ბო­და" და და­წე­რილ ჩვე­ნე­ბა­ზე მო­ა­წე­რი­ნეს ხე­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, 300 კა­ცი რომ გი­ჩი­ვის - თე­ლა­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - მა­გას გა­გიხ­სე­ნებ­თო. მე­ტი რა­ღა და­რჩე­ნოდა? ჩე­მი აზ­რით, მან ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

- თუ მთა­ვა­რი მოწ­მე­ე­ბი გა­იქ­ცნენ, რა ბე­დი ელის თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყოფ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას?

- "დი­დი ხუ­ხაშ­ვი­ლი" ან "პრინ­ცე­სა" წუ­ლუ­კი­ა­ნი თუ არ ჩა­ე­რე­ვიან, უნ­და გა­მო­უშ­ვან. საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ