გარდაცვლილის მეუღლე - ვეჭვობ, ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულეს, თავი მოეკლა

გარდაცვლილის მეუღლე - ვეჭვობ, ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულეს, თავი მოეკლა

გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის ოჯახის წევრების ვარაუდით, მან თავი არა საკუთარი ნებით, არამედ იძულებით მოიკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა მიქაუტაძის მეუღლემ, ზიზი ეძგვერაძემ განუცხადა, ის ნაცემი იყო, ამბობდა, ყველაფერი მტკივაო, თუმცა სხეული არავის აჩვენა.

"ჩვენ შევეცადეთ დაგვერწმუნებინა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამბობდა, მე ჩემი ჩვენებით ადამიანი "სროკზე" გავუშვიო. ამას განიცდიდა საშინლად. მე ამ იარლიყით ვერ ვიცხოვრებ, ისეთი რამ გამაკეთებინესო. ხომ იცი, მე ამას არ დავწერდიო. მე იმ კაცს ვერ ვნახავ, თვალებში ვერ ჩავხედავო. მე ვკითხე, რა დაწერე-მეთქი ჩვენებაში ისეთი, რომ ასეთი დასტრესილი ხარ- მეთქი. მითხრა - მე რა დავწერე, თვითონ დაწერეს მგონი, რომ პატივისცემის გამო მოჰქონდათ ჩემთვის "პლანი", ზუსტად არ ვიციო. თვითონ არ დაუწერია. დაწერეს და ხელი მოაწერინეს", - აცხადებს მიქაუტაძის მეუღლე.

რაც შეეხება უშუალოდ თვითმკვლელობის დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც ოჯახის წევრები იხსენებენ, მამუკა მიქაუტაძემ მეგობარს უთხრა, რომ ჯერ თბილისის ზღვაზე, წყალში გადახტა, თავის დახრჩობის მიზნით, თუმცა ვერ შეძლო და არაყი და თოკი იყიდა.

"ძალიან მაინტერესებს თბილისის ზღვაზე თოკი სად იყიდა. ეჭვი მაქვს, რომ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება. თავი მას იძულებით მოაკვლევინეს. ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულეს, რომ თავი მოეკლა. შეიძლება ოჯახითაც დაემუქრნენ. მას ოჯახი ყველაფერს ერჩია", - აღნიშნა გარდაცვლილის მეუღლემ. მისივე ინფორმაციით, მის მეუღლეს დაზიანებები აღენიშნებოდა წელის არეში, ფეხებზე, ცხვირსა და თავის არეში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ