"თურ­ქმა შე­ან­გრია რე­ა­ნი­მა­ცი­ის კა­რი და და­ამ­ტვრია ყვე­ლა­ფე­რი"

"თურ­ქმა შე­ან­გრია რე­ა­ნი­მა­ცი­ის კა­რი და და­ამ­ტვრია ყვე­ლა­ფე­რი"

იაშ­ვი­ლის, ცი­ციშ­ვი­ლის, "ა­ხა­ლი სი­ცოცხ­ლის" კლი­ნი­კე­ბის და პე­დი­ატ­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მედ­პერ­სო­ნა­ლმა სა­ა­ვად­მყო­ფოს ახა­ლი მფლო­ბე­ლი, თურ­ქი თე­ქინ ატი­კი ძა­ლა­დო­ბა­სა და სიტყ­ვი­ერ შე­უ­რაცხ­ყო­ფა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. კომ­პა­ნია "უ­ნი­ვერ­სალ ჰოს­პი­ტალ გრუ­პი" აღ­ნიშ­ნუ­ლი კლი­ნი­კე­ბის მფლო­ბე­ლი დაახლოებით ერ­თი კვი­რის წინ გახ­და. რო­გორც ექი­მე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, თურქი ინვესტორი თე­ქინ ატი­კი მათ ანაზღ­ა­უ­რე­ბის მო­მა­ტე­ბას და პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას დაჰ­პირ­და, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ და­პი­რე­ბად დარ­ჩა.

ექიმები თექინ ატიკს რამდენიმე ბრალდებას უყენებენ. "თურ­ქმა მფლო­ბელ­მა ერ­თ-ერთ ექ­თანს მას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა", - აღ­ნიშ­ნა ერ­თ-ერ­თმა ექიმ­მა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვა. მი­სი­ვე ­თქმით, მე­ო­რე ექ­თანს, რო­მე­ლიც პა­ლი­ა­ტი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს, ატიკმა უთხ­რა, თურ­ქეთ­ში წა­გიყ­ვან, იქ კარ­გი ბი­ჭე­ბი არი­ან და ბევ­რად მეტს გა­და­გიხ­დი­ა­ნო. ექი­მე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ თურ­ქმა მფლო­ბელ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ტე­ბის მოხ­სნა მო­ითხ­ო­ვა.

მა­დო­ნა ფი­ლა­უ­რი (სა­ნი­ტა­რი): ღა­მით კლი­ნი­კა­ში შე­მო­ვი­და ახა­ლი მე­პატ­რო­ნე, ჩემ­თან ერ­თად იყო ჩე­მი თა­ნამ­შემ­წე, თექინ­მა მას ჰკითხ­ა, ხელ­ფა­სი თუ და­გე­რიცხ­ა­თო. ვუ­პა­სუ­ხე, მუ­შა­ო­ბა ახა­ლი დაწყ­ე­ბუ­ლი აქვს და ხელ­ფასს სექ­ტემ­ბერ­ში აი­ღებ­ს-მეთ­ქი. გა­და­ი­რი­ა, და­იწყო გი­ნე­ბა, თარ­ჯი­მა­ნიც აღარ გვი­თარ­გმნი­და, რას ამ­ბობ­და. შემ­დეგ ავი­და მე­ო­რე სარ­თულ­ზე და იქ და­უწყო ჩხუ­ბი ქი­რურგს, ისე ყვი­რო­და, მშობ­ლე­ბი გა­რეთ გა­მოც­ვივ­დნენ.

მა­რი­ნა ფირ­ცხა­ლა­ვა (რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი): "31 აგ­ვის­ტოს, სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე, თე­ქინ ატი­კი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ატა­რებ­და შე­მოვ­ლას. სწო­რედ ამ დროს გად­მო­იყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში კა­ტას­ტრო­ფის ცენ­ტრმა მო­ზარ­დი ქა­ლა-­ტვი­ნის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მით. თე­ქინ ატიკ­მა და­იწყო ჩხუ­ბი, მე­გო­ნა, კა­ტას­ტრო­ფის ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებს ეჩხ­უ­ბე­ბო­და და ვთხო­ვე, კლი­ნი­კა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ... ვუთხ­ა­რი, მძი­მე პა­ცი­ენ­ტი შე­მო­იყ­ვა­ნეს და ბავშვს მივ­ხე­დავ­-მეთ­ქი, მომ­კი­და ხე­ლი და შე­მიყ­ვა­ნა სა­ორ­დი­ნა­ტო­რო­ში. მთხოვ­და, ჩა­მერ­თო გად­მოყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტის ტო­მოგ­რა­ფი­ის დის­კი, ვუ­პა­სუ­ხე, რომ სა­ორ­დი­ნა­ტო­რო­ში ამ დის­კის გახ­სნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და ამა­ზე უფ­რო გაბ­რაზ­და. რად უნ­დო­და ეს დის­კი, წარ­მოდ­გე­ნა არა მაქვს, პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბე­ლია და რა უნ­და გა­ე­გო? ყვე­ლა­ფე­რი და­ლე­წა, მა­გი­და, კომ­პი­უ­ტე­რი და ბო­ლოს ისე გამ­წარ­და, ჩე­მი სათ­ვა­ლეც და­ამ­ტვრი­ა, მე­რე ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­ო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­ვარ­და, გა­აღ­ვი­ძა ონ­კო­ლო­გი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, იჩხ­უ­ბა, იქი­დან კი რეს­პი­რა­ტო­რულ­ში გა­და­ვი­და და იქაც იგი­ვე ამ­ბა­ვი ატე­ხა.

ექი­მე­ბის მო­ნათხ­რობს ადას­ტუ­რებს გო­რე­ლი ბი­ჭუ­ნას დე­და ეკა გუ­ლიშ­ვი­ლი. მი­სი ვა­ჟი 31 აგ­ვის­ტოს ხი­დან გად­მო­ვარ­და და ქა­ლა-­ტვი­ნის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო".

"გო­რი­დან შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მარ­თულ სუნ­თქვა­ზე შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­შვი 31 აგ­ვის­ტოს. ლიფ­ტში შეგ­ვხვდა უცხო მთვრა­ლი კა­ცი, თურ­ქუ­ლად იგი­ნე­ბო­და და მას­თან მყო­ფი ბი­ჭი თარ­გმნი­და. შეგ­ვე­შინ­და, გა­მო­ვე­დით ლიფ­ტი­დან და მე­ო­რე ლიფ­ტში შე­ვე­დით. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ერ­თად ავე­დით და იქ უნ­და გე­ნა­ხათ, რა გა­ა­კე­თა ამ თურ­ქმა, ყვი­რი­ლით შე­ან­გრია რე­ა­ნი­მა­ცი­ის კა­რი, ექი­მებს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. და­ამ­ტვრია ყვე­ლა­ფე­რი, მა­რი­ნა ექი­მის სათ­ვა­ლეც კი და­ლე­წა. ყო­ვე­ლი წუ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ­თვის, ღვთისა და მა­რი­ნა ექი­მის წყა­ლო­ბით ჩე­მი შვი­ლი გა­დარ­ჩა.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" "უ­ნი­ვერ­სალ ჰოს­პი­ტალ გრუ­პის" წარ­მო­მად­გე­ნელ ალექ­სან­დრე მი­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი­ა, ეს არის შეგ­ნე­ბუ­ლად მოწყ­ო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ა, რა­საც წა­მო­ვე­გეთ. სა­ა­ვად­მყო­ფოს ძველ მმარ­თვე­ლებს ხელს არ აძ­ლევ­დათ ამ სფე­რო­ში უცხ­ო­ე­ლი მე­ნეჯ­მენ­ტის შე­მოს­ვლა და სწო­რედ მათ­გან არის მარ­თუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი. ისი­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად აფ­რთხი­ლებ­დნენ ხალხს, არ დაგ­ვმორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ, მო­ეწყ­ოთ სა­ბო­ტა­ჟი, მაქვს ამის ჩა­ნა­წე­რე­ბი და და­ვამ­ტკი­ცებ, რომ ეს ასე­ა. თე­ქინ ატი­კი ნას­ვა­მი არა­სო­დეს მი­სუ­ლა კლი­ნი­კა­ში. გეტყ­ვით, რა­საც მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა:­ ერ­თ-ერ­თი შე­მოვ­ლი­სას ატიკ­მა სა­ა­ვად­მყო­ფოს ფო­ი­ე­ში ნა­ხა გო­რე­ლი ბი­ჭუ­ნას შე­წუ­ხე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­მა­ყო­ფი­ლო იყ­ვნენ მომ­სა­ხუ­რე­ბით. მათ უთხ­რეს თე­კინს, ოთხი დღეა კლი­ნი­კა­ში ვართ, ვთხოვთ ექიმს, ბავ­შვის ტო­მოგ­რა­ფია შე­ა­მოწ­მოს, ის კი უარს ამ­ბობ­სო. ამა­ზე შეშ­ფოთ­და ბა­ტო­ნი თე­ქი­ნი და რე­ა­ნი­მა­ცი­ის ექიმს მი­მარ­თა, ენა­ხათ ეს დის­კი. ერ­თმა ექიმ­მა აგ­დე­ბუ­ლად უპა­სუ­ხა, კომ­პი­უ­ტე­რი არ ვი­ცი­ო, მე­ო­რემ უთხ­რა - თვე­ე­ბია გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია ეს კომ­პი­უ­ტე­რი­ო. ამა­ზე გაბ­რაზ­და, დრო­უ­ლად რა­ტომ არ აც­ნო­ბეთ ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალ­სო. გარ­წმუ­ნებთ, რომ ბა­ტო­ნი თე­ქი­ნი არც ნას­ვა­მი იყო და არც "და­ბო­ლი­ლი".

- ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ თე­ქი­ნი სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს სთა­ვა­ზობ­და.

- ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 4 წე­ლი­წა­დი მწო­ლი­ა­რე ავად­მყო­ფის მშობ­ლებს 40-ა­თა­სი­ან და­ვა­ლი­ა­ნე­ბას პა­ტი­ობს, მე­ო­რეს კი 60-ა­თა­სი­ანს და ორი­ვეს მშო­ბელს სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან აძ­ლევს გზის ფულს, ექი­მებს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას და­უ­პი­რებ­და?

- ხა­ტე­ბის აკ­რძალ­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რა­ტომ­ღა მი­ი­ღო?

- არა­ფე­რი აკ­რძა­ლუ­ლა. ნა­ტა­ლია მუ­ჩა­ი­ძეს­თან ერ­თად თე­ქინ­მა მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, თი­თო­ე­ულ კლი­ნი­კა­ში გა­კეთ­დეს სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბი ყვე­ლა აღ­მსა­რებ­ლო­ბის პა­ცი­ენ­ტების­თვის, რაც სტამ­ბო­ლის სა­თა­ვო ოფი­სის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი­ა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:

თურქი ინვესტორი იაშვილის კლინიკის მედპერსონალს ჯვრის ტარებას უკრძალავს და სექსუალურად ძალადობს?

სათვალთვალო კამერით გადაღებული იაშვილის კლინიკის თურქი ინვესტორი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ