ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:50 / 03-10-2013
ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს აშშ დაეხმარა
ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "TV 3"-ის ეთერში, გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს იყო ძალიან მძიმე საქმე, რადგან კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის გამოწვევაა და ისეთი დანაშაულია, რომელიც შეიძლება ვერც გაიხსნას და ასეთი მაგალითებიც ყოფილა.

"მაგრამ, მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და ეს ურთულესი საქმე გახსნეს. ამერიკული მხარე გვეხმარებოდა აქტიურად აღნიშნული დანაშაულის გამოძიების საქმეში. დანარჩენი დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიება გრძელდება, სანამ არ გავარკვევთ რეალურ მიზეზებს, თუ რატომ იქნა ეს ვიდეო დამზადებული, რატომ იქნა ატვირთული, რას ემსახურებოდა, რა მოტივაცია ჰქონდა ამ ადამიანს და ვინ იყო მისი მხარდამჭერი. ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ, რომ საკმარისი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, სამარ ჩოკუტაევმა დაშიფრული ხაზით თბილისში მდებარე რომელ ორ კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტ-ქსელში შეძლო შეღწევა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ორი უცხოური კომპანიის მისამართი, რომელიც საქართველოში საქმიანობს. დეტალები კი მინისტრმა არ დააკონკრეტა.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებას, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას.

"ნაციონალების განცხადებები ჩემი აზრით არ უნდა იყოს ავტორიტეტული. ყველაზე ჯანსაღი პოზიცია გიგი უგულავამ დააფიქსირა. სამწუხაროდ, "ნაციონალები" კიდევ ცდილობენ საზოგადოებსი ნაწილი შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ეს მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. მინდა დავამშვიდო "ნაციონალური მოძრაობა", რომ არც ისინი იკვეთებიან ამ დანაშაულში",- განაცხადა შს მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამარ ჩოკუტაევს შეეძლო მარტოც ემოქმედა.

"ვინც ერკვევეა კლიპის დამზადების ტექნოლოგიებში, ეს მარტივი დასამზადებელი იყო. ჩვენ ვთქვით, რომ კლიპში ღია წყ
You must have Flash Player installed in order to see this player.
აროებიდან მოპოვებული მასალაა. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მხოლოდ მის მიერ იყო გაკეთებული",-განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ჯერჯერობით გამოძიებას სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავს, თუმცა რამდენიმე ვერსია მუშავდება.

კითხავზე, ხომ არ ხედავს რუსეთსი სპეცსამასახურების კვალს, მინისტრმა განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ჩოკუტაევი ორჯერ იყო მოსკოვში, არ აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამის უკან ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახური დგას.
მინისტრმა განმარტება გააკეთა იმაზეც, რატომ არ გახმაურდა ამდენი ხანი ეს ინფორმაცია, როდესაც საქმე ერთი თვის წინ იყო გახნილი.

"ეს ძალიან მარტივია, იმიტომ, რომ ეს საქმე იყო ოპერატიულ დონეზე გახსნილი, მაგრამ არ ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ გვქონდა სათანადო მტკიცებულებები მოპოვებული და მზად ვიყავით, რომ ამ პიროვნებისთვის ბრალი წარგვედგინა. ზოგჯერ საქმე არსი 2-3 თვის გახსნილი და გამოძიება აგრძელებს მტკციებულებების მოგროვებას",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
20:06 / 06-10-2013
ნენე
0
" აღფრთოვანებული ვართ თქვენი პროფესიონალიზმით...
00:35 / 06-10-2013
ZMO
0
დიდი აფერისტობაა ეგ ყველაფერი მაგ საკენკი ბებიაშენს დაუყარე
მსგავსი სიახლეები
გაბრიელ ღარიბაშვილი აპრილში ერთი წლის გახდება
ღარიბაშვილმა აქამდეც რამდენჯერმე დააპირა წასვლა, მათ შორის ე.წ. ჯანყარაშვილი-ჩხენკლების სკანდალისას
"არიან პიროვნებები, როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთ, ვისაც აქვთ სურვილი იყოს დაძაბულობა"
+VIDEO: "იძულებულნი ვართ, გავწყვიტოთ პრემიერის გამოსვლა..." 
აღნიშნულ საკითხზე პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე სუსტი რგოლი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:21 / 23-06-2017  Image რუსთაველის გამზირზე ავტომობილი ამობრუნდა
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა
21:14 / 23-06-2017  Image შსს ადასტურებს, რომ დათო როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრაგირების დროს გაიქცა
პოლიციის 3 თანამშრომელის მიმართ პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
09:50 / 24-06-2017  Image ვინ იყვნენ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი - მათ შესახებ ბევრს არ სმენია
პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თულ კი­დევ ორ ქალს წარმო­გიდ­გენთ, რომ­ლე­ბიც XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ქვეყ­ნის ბედ­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ
13:42 / 23-06-2017  Image "კანიბალების საქმის" ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ: ბექა შენგელიას უვადო, მარიამ ყოჩიაშვილს - 20 წელი
ადვოკატის თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში
20:01 / 23-06-2017  Image სკანდალი "X ფაქტორის" ირგვლივ - სოფო საჟონიანის გამო ლელა წურწუმიამ და სტეფანემ იჩხუბეს?
"მე და ლელა, მართლა წამოვედით ადრე"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49