"თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი საბანაძეს პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მისცა

"თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი საბანაძეს პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მისცა

"თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი საბანაძეს პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მისცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საბანაძის ადვოკატმა, ირინა ჯანელიძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, გიორგი საბანაძე გუშინ იტალიაში იმყოფებოდა, სადაც მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, ხოლო რაც შეეხება ახლანდელ ადგილსამყოფელს, ამის შესახებ ჯანელიძე ინფორმაციას არ ფლობს.

"ზუსტად ვიცი, რომ გუშინ იყო იტალიაში, დღეს სად არის, ჩემთვის უცნობია. ერთი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გიორგი საბანაძეს უნგრეთმა მისცა პოლიტიკური თავშესაფარი, რომელიც ევროკავშირის ქვეყანაში შედის" , - განაცხადა ადვოკატმა.

იტალიის სასამართლომ "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე გუშინ გაათავისუფლა. ადვოკატების განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის, რომ მას ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი.

იტალიელმა სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი, "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე სექტემბერში დააკავეს.

გიორგი საბანაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაკავების და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 19 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვა ედება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, უნგრეთში იმყოფება საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ