გიგი უგულავა - სასამართლო პროცესი "სანტა-ბარბარასავით" გრძელდება

გიგი უგულავა - სასამართლო პროცესი "სანტა-ბარბარასავით" გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს მოწმის სახით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაიკითხება.

საქმე ეხება ე. წ რიყის ტერიტორიისა და ტელე "იმედის" გასხვისებისის საქმეს. როგორც თბილისის მერმა, გიგი უგულავამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პროკურატურა დაინტერესებულია რაც შეიძლება გაწელოს ეს პროცესი.

"მიზეზს ვერ გეტყვით. მთავარი მოწმე იცით, ჯოზეფ ქეია, რომელიც არამარტო ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია როგორც თაღლითი. შეუძლია პროკურატურას მოიყვანოს თავის ჯოკერი, დაიკითხოს და ამით სასამართლო დამთავრდეს. შესაბამისად, სასამართლოს ექნება საშუალება გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომ ან მე ვარ მტყუანი, ან პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მარტივად, მაგრამ როგორც ვხედავთ ყველაფერი კეთდება, რომ თვეში ერთხელ დაბარებულივით მოვდივართ აქ, ვისმენთ მოწმეებს ხელმეორედ. ეს პროცესი დაახლოებით "სანტ-ბარბარასავით" გრძელდება", - განაცხადა უგულავამ.

პროცესზე ამ წუთებში მიწის მართვის კომისიის წევრი სულხან სისაური იკითხება. დღეს გამოცხადებული მოწმეების დაკითხვის შემდეგ, შესაძლოა პროცესი ერთ-ერთი ბრალდებულის დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების გამო გადაიდოს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ