თემურ ჭყონია: "მაგან ერთი ადგილი დააყენოს, თორემ ცხვირ-პირს დავუნგრევ"

თემურ ჭყონია: "მაგან ერთი ადგილი დააყენოს, თორემ ცხვირ-პირს დავუნგრევ"

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას პარტნიორების "გადაგდებასა" და მათი კუთვნილი თანხის მითვისებაში სდებენ ბრალს. საქმე ეხება, 1995 წლის 30 ოქტომბერს დაფუძნებულ, სააქციო საზოგადოება "ექსპორტ-იმპორტ ბანკს", რომელსაც რამდენიმე აქციონერი და დამფუძნებელი ჰყავდა: თურქეთის მოქალაქე ალი ტურგაი იეტიში 25%-იანი წილით, შვეიცარიის მოქალაქეები -  დოგან ერბეკი - 25% -ით და ვერნერ მეტცი - 15%-ით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონია - 8,91%-ით და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მურთაზ კოკორია - 1,40%-ით.

1999 წლის 30 დეკემბერს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ, რომელსაც აქციათა 65%-ის მფლობელი მეწილეები არ დასწრებიან, "დისკონტბანკთან" შერწყმა-გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო და უცხოელი მეწილეებისთვის საბჭოს სხდომის შესახებ არც კი უცნობებიათ. ადვოკატი ალეკო ალადაშვილი, რომელიც ალი ტურგაი იეტიშის ინტერესს იცავს, ამბობს რომ თემურ ჭყონიამ "ექსპორტ-იმპორტ ბანკის" აქციონერთა კრების ოქმი გააყალბა, როდესაც მიუთითა, რომ სხდომას 65%-ის აქციების მფლობელებიც დაესწრნენ, თუმცა დოკუმენტში დამსწრეთა ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.

დაზარალებულმა აქციონერებმა ფულის დასაბრუნებლად სამოქალაქო დავა წამოიწყეს. სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს 8 წლის მანძილზე ხან ერთი მხარის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოჰქონდათ, ხან - მეორე მხარის. ამჟამად "ექსპორტ-იმპორტ ბანკის" საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიების დაწყებიდან 1 წელი გავიდა, თემურ ჭყონია კი დღემდე არ დაუკითხავთ.

თავად ჭყონია "გურია ნიუსთან" ბრალდებას უარყოფს და მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება. "ერთ რამეს გეტყვით: ადვოკატი ალეკო ალადაშვილი ცოცხალი თუ იყო, არც მეგონა, რა დროის ალეკო ალადაშვილია, რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! მე მეუბნებით, რომ ვიღაცის თანხა მივითვისე? ცოტა დაუფიქრდით რა, ვის ელაპარაკებით, რას ჰქვია მივითვისე? ალეკო ალადაშვილი არის გამომძალველი და აფერისტი, მე მაგის შანტაჟებს არ წამოვეგები! მაგან ერთი ადგილი დააყენოს, თორემ ცხვირ-პირს დავუნგრევ", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ