პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით გონიოსა და ბათუმში რამდენიმე ობიექტის მფლობელი დააკავეს

პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით გონიოსა და ბათუმში რამდენიმე ობიექტის მფლობელი დააკავეს

გონიოსა და ბათუმში 14 სასტუმროსა და დისკო კლუბში პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თოთხმეტივე ობიექტზე ღონისძიება 00:30 საათზე ერთდროულად დაიწყეს.

სასტუმროებსა და დისკო კლუბებში მყოფი პირები საგამოძიებო სამსახურებში არიან გადაყვანილები. როგორც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტებზე მყოფი ზოგიერთი პირი მოწმის სახით დაიკითხება, ხოლო პირები, რომლებმაც პროსტიტუციისთვის ფართი გასცეს, უმკაცრესად დაისჯებიან.

"ერთდროულად ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება ბათუმსა და გონიოში, რომლის დროსაც დაკავებულ იქნენ სასტუმროს მფლობელები პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ფაქტზე. აღნიშნული დანაშაულისთვის ბოლო ათი თვის განმავლობაში ჩვენს მიერ გამოვლენილ იქნა 30 ფაქტი, ძიების პროცესში გამოვლენილ იქნა საერთაშორისო მნიშვნელობის ტრეფიკინგის ხუთი ფაქტი. ყველა ის ობიექტი, რომელიც ეცდება, რომ პროსტიტუციისთვის გადასცეს ადგილი და დაარქვას ე.წ. სასტუმრო, ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით", - აღნიშნა ვალერი თელიამ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლას. სამართალდამცველების მუშაობის პროცესის გადაღების საშუალება ტელევიზიებსაც ჰქონდათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ