საგზაო ნიშნები თბილისში, რომლებიც არასწორად არის დამონტაჟებული

საგზაო ნიშნები თბილისში, რომლებიც არასწორად არის დამონტაჟებული

დედაქალაქში არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხი გადასახედია. თბილისის ქუჩებში დამონტაჟებული ბევრი საგზაო ნიშანი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

როგორც საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, "გუშინ თუ გზა იყო ისეთი, რომ კონკრეტულ საგზაო ნიშანს შეეფერებოდა, დღეს მასზე დააგეს უკეთესი საფარი და უკეთესად მოაწესრიგეს, ახლა საჭიროა სხვა ნიშნები. ჩვენ ვმუშაობთ მაგ საკითხზე, ჩვენთან ერთად კიდევ მუშაობს კონკრეტული სამსახური და ეს არის პერმანენტული პროცესი. ჩვენ სამინისტროში გვაქვს სამსახური, რომელიც ემსახურება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პარამეტრებს, არა მარტო ადევნებს თვალყურს, არამედ აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ამ საქმიანობაში. არა მარტო საგზაო ნიშნების დამონტაჟებასთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ, ეს გახლავთ ჯებირები, მოხაზულობა, გზების მომსახურება. ეს სამსახური მუშაობს კომუნიკაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, იმ ორგანოებთან, რომელიც ემსახურება გზების მოწესრიგებას, საფარის დაგებას და ა.შ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტროში მზად არიან იმსჯელონ საგზანო ნიშნებთან დაკავშირებულ თემებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ნებისმიერი სამსახურის წარმომადგენლებთან, ვინც ამის სურვილის გამოთქვამს.

"ჩემი გადმოსახედიდან არასწორია თემის აჟიტირება, რომ ეს არის რაღაც კანონის დარღვევა. კი, ალბათ, არის რაღაც შეუსაბამობა, მაგრამ ამ პრობლემის გამოსწორება შესაძლებელია. მე მოვუწოდებ ყველას, ითანამშრომლონ ჩვენთან, ჩვენ მზად ვართ, დასამალი არაფერი გვაქვს, ჩვენი მუშაობის წესები და მეთდოები გამჭვირვალეა და სიმართლე გითხრათ, ცოტა მიკვირის ის, რომ ხდება ამ თემის აჟიტირება", - აცხადებს მაჭავარიანი.

თეა ბითაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ