რას მოითხოვს იგბუს მეფე საქართველოს ხელისუფლებისგან

რას მოითხოვს იგბუს მეფე საქართველოს ხელისუფლებისგან

იგბუს მეფე საქართველოს ხელისუფლებას ნიგერიელების დაცვას სთხოვს. იგბუს მეფე რიჩარდ არიზე თბილისში, პეკინის ქუჩაზე წუხელ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც ნიგერიის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს.

დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, დაზარალებულს ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. დადგინდა ქალა ტვინის ღია ტრავმა, ქალა ფუძის ძვლების მოტეხილობა, გაუკეთდა მუცლის ღრუს ექოსკოპია.

როგორც იგბუს მეფემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ერიკი მძიმედ არის დაშავებული.

"მას საფულე და ოქროულობა წაართვეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენზე თავდასხმები გახშირდა, საქართველოში ბევრი ნიგერიელი ცხოვრობს და მივმართავ ხელისუფლებას, რომ ყურადღება მოგვაქციოს", - აღნიშნა რიჩარდ არიზემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ასევე იხილეთ: ქართველი ქალი, რომელიც ნიგერიელებმა თბილისში დედოფლად აკურთხეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ