ვანო მერაბიშვილის ადვოკატს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ ვითარებაზე ინფორმაცია არ გააჩნია

ვანო მერაბიშვილის ადვოკატს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ ვითარებაზე ინფორმაცია არ გააჩნია

ვანო მერაბიშვილის ადვოკატს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ ვითარებაზე ინფორმაცია არ გააჩნია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მერაბიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, მან ვიდეომასალა ნახა, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, რა თემაზეა საუბარი გავრცელებულ მასალაში.

ოთარ კახიძის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ დაგეგმილია ვანო მერაბიშვილის პროცესი, რომელსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაესწრება და ექნება საშუალება, გავრცელებულ ვიდეოზე გაესაუბროს. ადვოკატის განმარტებით, სწორედ ვანო მერაბიშვილთან გასაუბრების შემდეგ გააკეთებს ამ თემაზე კომენტარს.

ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

”იუთუბზე” ვიდეო დღეს აპპოლონ ოსმან-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ