კი­ლე­რო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კა ჩე­მი­ას სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ

კი­ლე­რო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კა ჩე­მი­ას სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ

10 და 11 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლო უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი გია გვი­ჩი­ა­ნი­სა და ნი­კა ჩე­მი­ას საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს. მათ "თე­ლა­სის" მე­ნე­ჯერ ნი­კა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი. ნი­კა ლო­მი­ნა­ძე 2002 წლის 13 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლ­ში ცეცხ­ლ­სას­რო­ლი იარა­ღით მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. 2006 წლის მარ­ტ­ში მკვლე­ლო­ბა გახ­ს­ნი­ლად გა­მოცხად­და და და­ნა­შა­უ­ლის დამ­კ­ვე­თად გა­მო­ძი­ე­ბამ "თბილ­გა­ზის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი გია გვი­ჩი­ა­ნი ცნო, მკვლე­ლო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბად კი - ნი­კა ჩე­მია, ავ­თან­დილ ხერ­კი­ლა­ძე, გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლი და ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი (პა­პა­ჩაშ­ვილ­სა და გვი­ჩი­ანს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბა გა­უ­ფორ­მ­დათ, ხერ­კი­ლა­ძე კი ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა). შარ­შან პრო­კუ­რა­ტუ­რამ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა გა­უხ­ს­ნე­ლად გა­მო­აცხა­და და მი­სი გა­და­მოწ­მე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯილ ნი­კა ჩე­მი­ას­თან.

- საქ­მე­ში თქვენ "კი­ლე­რად" მო­გიხ­სე­ნი­ე­ბენ...

- ეს არის ბინ­ძუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის: პრო­კუ­რორ ან­ზორ ხვა­და­გი­ა­ნის, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­კე­რე­ბუ­ლი იარ­ლი­ყი. თა­ვად კი­ლე­რე­ბი რა­საც უშ­ვ­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ყვე­ლამ კარ­გად იცის. 32 წლი­სა და­მი­ჭი­რეს ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის წყა­ლო­ბით და, რო­გორ ფიქ­რობთ, ასე­თი სა­ში­ში კრი­მი­ნა­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მა­ნამ­დე არ ვიქ­ნე­ბო­დი რა­მე­ში შემ­ჩ­ნე­უ­ლი ან გა­სა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი? მე რომ იმა­თი თა­მა­ში მე­თა­მა­შა, აქე­დან დი­დი ხნის გა­მო­სუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ კი­ლე­რის იარ­ლი­ყი არ მქო­ნო­და, მო­მი­წია ამ­დე­ნი წა­მე­ბი­სა და ტან­ჯ­ვის ატა­ნამ. ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი მყავს და ძა­ლი­ან შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი ვარ. ან­ზორ ხვა­და­გი­ანს პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი, რომ არის ნა­ძი­რა­ლა და პი­რო­ბას ვაძ­ლევ, ამის გა­მო ცი­ხე­ში მოხ­ვ­დე­ბა. მან პა­სუ­ხი უნ­და აგოს საქ­მის გა­ყალ­ბე­ბის­თ­ვის, დნმ-ების პა­სუ­ხის და­მალ­ვის­თ­ვის, ჩე­მი წა­მე­ბი­სა და საქ­მის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის­თ­ვის... მთე­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვაცხა­დებ, რომ საქ­მე­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ არის "მოწ­მედ ქცე­უ­ლი" ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი­სა და გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბე­ბი, რი­თაც მათ მი­აღ­წი­ეს 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­ე­ბით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას (თუმ­ცა ბრალ­დე­ბის მხა­რემ იცო­და, რომ ისი­ნი გა­დამ­ხ­დე­ლე­ბი არ იყ­ვ­ნენ), პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ის­ყი­და ისი­ნი, ვი­ნა­ი­დან არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და. რაც შეეხე­ბა ნო­დარ გვი­ჩი­ანს, ის 2005 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტ­ზე. მან ნი­კა ლო­მი­ნა­ძის საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა მის­ცა 5 დე­კემ­ბერს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ისე, რომ არც გა­და­უ­მოწ­მე­ბია, გვი­ჩი­ა­ნი სი­მარ­თ­ლეს ამ­ბობ­და თუ არა, 500-ათა­სი­ა­ნი გი­რაო გა­უ­ფორ­მა და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი. ეს მი­ჩენს სა­ფუძ­ვ­ლი­ან ეჭვს, რომ თვი­თონ პრო­კუ­რო­რი ხვა­და­გი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმ დრო­ი­სათ­ვის საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო, რა­ღაც დო­ზით ჩარ­თუ­ლი იყო ნარ­კო­მა­ფი­ა­ში, ან ამ ფუ­ლით სარ­გებ­ლობ­და, თო­რემ მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თ­ლევ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორს, რო­მელ­საც 250 აბი სუ­ბო­ტექ­სის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტ­ზე იჭე­რენ, სიტყ­ვა­ზე ენ­დო­ბო­და? (ვი­დე­ო­კა­მე­რი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­გორ ყი­დის წა­მალს გვი­ჩი­ა­ნი) დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ადე­იშ­ვი­ლის კად­რე­ბის­გან გა­იწ­მინ­დე­ბა, მი­სით გა­მო­ძი­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და ხვა­და­გი­ა­ნი ცი­ხე­ში მოხ­ვ­დე­ბა.

- ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი ამ­ტ­კი­ცებ­და, თით­ქოს 2 თვე ამ­ზა­დებ­დით ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბას, ად­გენ­დით მის მარ­შ­რუტს...

- რა­საც არ­გუ­მენ­ტად მო­ვიყ­ვან, ყვე­ლა­ფე­რი დევს საქ­მე­ში და დო­კუ­მენ­ტუ­რად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ეს და­ნა­შა­უ­ლი ჩაგ­ვე­დი­ნა. ნი­კა ლო­მი­ნა­ძე ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში მი­დის 27 ივ­ნისს. ამ დროს ნო­და­რი ზის ცი­ხე­ში და, ამ­დე­ნად, გია გვი­ჩი­ა­ნის­გან ვე­რა­ნა­ირ შეკ­ვე­თას ვერ მი­ი­ღებს. ის ცი­ხი­დან გა­მო­დის 3 ივ­ლისს, ნი­კა კი 22 ივ­ლისს ჩა­მო­დის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ე.წ. შეკ­ვე­თა მას შე­ეძ­ლო მი­ე­ღო 3-სა და 22 ივ­ლისს შო­რის. 23-ში მე მივ­დი­ვარ გერ­მა­ნი­ა­ში მან­ქა­ნის ჩა­მო­საყ­ვა­ნად და 10 აგ­ვის­ტოს დი­ლით ჩა­მოვ­დი­ვარ, 9 აგ­ვის­ტოს კი ნი­კა მი­დის გუ­რი­ა­ში და ჩა­მო­დის 11 აგ­ვის­ტოს, ღა­მის 10 სა­ათ­ზე. ერ­თა­დერ­თი დღეა 12 აგ­ვის­ტო, რო­დე­საც მოკ­ლუ­ლის და ჩე­მი თბი­ლის­ში ყოფ­ნა ემ­თხ­ვე­ვა. ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ნა­ი­რად გა­ვი­გებ­დი ლო­მი­ნა­ძის ვერც მი­სა­მართს, ვერც სა­მოძ­რაო გრა­ფიკს, მით უმე­ტეს, ცნო­ბი­ლია, რომ იგი ბახ­ტ­რი­ონ­ზე, მშობ­ლე­ბის სახ­ლ­ში დარ­ჩა შემ­თხ­ვე­ვით (ზან­დუ­კელ­ზე ცხოვ­რობ­და). მე მხო­ლოდ 12 აგ­ვის­ტოს შე­მეძ­ლო მი­სი თვალ­თ­ვა­ლი. იმ დღეს წყნეთ­ში ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად და მხო­ლოდ 3 სა­ა­თით ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, ლო­მი­ნა­ძე კი ამა­სო­ბა­ში და­დის ხან სე­მეკ­ში\, ხან სად და არ­სად ჩვე­ნი კვე­თა არ არის. მე და ნო­დარ გვი­ჩი­ანს შო­რის სა­უბ­რე­ბიც არაფ­რით მტკიც­დე­ბა, არც საქ­მე­ში ხსე­ნე­ბუ­ლი "მა­კა­რო­ვი­ა" საქ­მე­ში და არც სხვა არა­ფე­რი, რაც და­ნა­შა­ულ­ში ჩვენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

- მა­ინც რა­ტომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბრალ­დე­ბამ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი?

- ბრალ­დე­ბა და­ეყ­რ­დ­ნო გვი­ჩი­ა­ნი­სა და პა­პა­ჩაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბებს იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს მე ნი­კას მკვლე­ლო­ბა და­მიკ­ვე­თეს ივ­ლი­სის ბო­ლოს. მათ­თ­ვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ ეს იყო ცრუ და ყალ­ბი ჩვე­ნე­ბე­ბი, რად­გან საქ­მე­ში არ­სე­ბობს ამო­ნა­წე­რი საზღ­ვ­რის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან, რომ ამ დროს არ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ მი­ვი­ღებ­დი ვე­რა­ნა­ირ დაკ­ვე­თას და ვერც ლო­მი­ნა­ძეს ვუთ­ვალ­თ­ვა­ლებ­დი. ამა­ზე ხვა­და­გი­ან­მა გა­ნაცხა­და, მოწ­მე­ე­ბი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ცდე­ბი­ა­ნო. მან აწარ­მოა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თ­ლოს შეგ­ნე­ბუ­ლად წა­რუდ­გი­ნა მოწ­მე­თა ცრუ ჩვე­ნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩე­მი უტყუ­ა­რი ალი­ბე­ბის გა­სა­ქარ­წყ­ლებ­ლად, მან­ვე საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით მო­ის­ყი­და და და­ი­ყო­ლია ხერ­კი­ლა­ძეც, რო­მელ­მაც თქვა, რომ თით­ქოს შეკ­ვე­თა ივ­ნის­ში მომ­ცეს.

- სად იმ­ყო­ფე­ბო­დით ნი­კა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტ­ში - 13 აგ­ვის­ტოს დი­ლის 8-ის ნა­ხევ­რი­დან 9 სა­ა­თამ­დე?

- ბრალ­დე­ბის მხა­რემ არ გა­ი­ზი­ა­რა ჩე­მი ალი­ბი - ჩე­მი, ჩე­მი მე­უღ­ლი­სა და მი­სი მე­გობ­რის ტე­ლე­ფო­ნე­ბი დი­ლის 9-ის 20 წუთ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა თბი­ლი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე, ბა­თუმ­ში მივ­დი­ო­დით. ამის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს ჩე­მი მე­უღ­ლე, მი­სი მე­გო­ბა­რი - სა­მი შვი­ლის დე­და და "კა­პე­ზე­ში" ჩას­ვეს, რა­თა სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი მი­ე­ღოთ, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­თაც ცი­ხე­ში ჩას­მით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ორ­თა­ჭა­ლის მე-5 იზო­ლა­ტო­რი­დან გა­მი­ტა­ცეს, გა­და­მიყ­ვა­ნეს სპეც­კორ­პუს­ში, მო­იყ­ვა­ნეს ხერ­კი­ლა­ძე და ერთ სა­კან­ში ჩაგ­ვ­ს­ვეს. ხვა­და­გი­ა­ნის ბრძა­ნე­ბით, ერ­თი თვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მკლავ­დ­ნენ, მა­წა­მებ­დ­ნენ (ამ ფაქ­ტ­ზე საქ­მეა აღ­ძ­რუ­ლი) იმი­სათ­ვის, რომ მკვლე­ლო­ბა მე­ღი­ა­რე­ბი­ნა. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომც მომ­კ­ლათ, კი­ლე­რო­ბას არ და­ვიბ­რა­ლებ-მეთ­ქი, რა­ზეც ხვა­და­გი­ან­მა პირ­და­პირ მითხ­რა, ეტყო­ბა, კარ­გად ვერ და­გა­მუ­შა­ვე­სო. შვი­ლე­ბი მეზ­რ­დე­ბა და კი­ლე­რის იარ­ლი­ყი რო­გორ უნ­და მი­მე­კე­რე­ბი­ნა?! ჩემ­თან ყო­ველ­დღე დე­ლე­გა­ცი­ე­ბად შე­მო­დი­ოდ­ნენ სოდ-ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. რო­ცა ჩვენს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში დარ­წ­მუნ­დ­ნენ, შემ­დეგ საპ­რო­ცე­სოს გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ და 8 წელ­სა და სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებს გვთა­ვა­ზობ­დ­ნენ, რა­ზეც უარი ვთქვი. ჩე­მი წა­მე­ბა რომ შეწყ­ვი­ტეს და პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლეს, ამით მივ­ხ­ვ­დი, ამე­რი­კი­დან დნმ-ის პა­სუ­ხე­ბი რომ ჩა­მო­ვი­და.

- ნი­კას მა­მის­თ­ვის რა­ტომ არის სარ­წ­მუ­ნო ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა?

- შვილ­მ­კ­ვ­და­რი მა­მა და­არ­წ­მუ­ნეს ჩვენს და­ნა­შა­ულ­ში. მთე­ლი სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბი­სას ვეხ­ვე­წე­ბო­დი მას, მო­ეს­მი­ნა ჩემ­თ­ვის და ზუს­ტად ამ დროს ხვა­და­გი­ა­ნი უწყებ­და ლა­პა­რაკს, მან "და­ა­ბო­ლა" ეს სა­ცო­და­ვი კა­ცი. ლო­მი­ნა­ძეს ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც დარ­წ­მუნ­და, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი ვი­ყა­ვით, არ და­უ­მა­ლავს და ეს თქვა. მე­ო­რე დღეს­ვე უარი ათ­ქ­მე­ვი­ნეს მას­ზე. მეს­მის ადა­მი­ა­ნუ­რად, რომ კა­ცი გამ­წა­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ შვი­ლის მკვლე­ლე­ბით რო­გორ არ უნ­და იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი? მინ­და მას და მი­სი ოჯა­ხის გულ­შე­მატ­კივ­რებ­საც მო­ვუ­წო­დო, მო­ვიდ­ნენ 10 თე­ბერ­ვალს სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზე და მო­ის­მი­ნონ, რამ­ხე­ლა აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბით ვზივართ ცი­ხე­ში მე და გია გვი­ჩი­ა­ნი. საქ­მე­ში არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. ჩემს სა­სარ­გებ­ლოდ არის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი და დნმ-ის ანა­ლი­ზი, რო­მელ­საც ამ­დენ ხანს მა­ლავ­დ­ნენ. არ არ­სე­ბობს მკვლე­ლო­ბის იარა­ღი, არც ტყვი­ის გუ­ლა, არც გა­რე­შე მოწ­მე, რო­მე­ლიც იტყ­ვის, რომ ლო­მი­ნა­ძეს დავ­ყ­ვე­ბო­დი და ვუთ­ვალ­თ­ვა­ლებ­დი. არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მათ იქით ვუმ­ტ­კი­ცებ, რომ ფი­ზი­კუ­რად ვერ შევ­ძ­ლებ­დი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას. რაც ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და, მას შემ­დეგ ვითხოვთ გა­მო­ი­ძი­ონ, ვინ და­მა­ლა დნმ-ის პა­სუ­ხე­ბი, მაგ­რამ არ იძი­ე­ბენ, ხელს აფა­რე­ბენ უსინ­დი­სო და ნა­ძი­რა­ლა ხვა­და­გი­ანს. ვპირ­დე­ბი მას, რომ სი­ბე­რეს ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რებს. მე და გია შან­ტა­ჟის, მუ­ქა­რი­სა და წა­მე­ბის პი­რო­ბებ­შიც ვერ დაგ­ვი­ყო­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბინ­ძურ გა­რი­გე­ბა­ზე, ეს დი­დი რის­კი­სა და ტან­ჯ­ვის ფა­სად დაგ­ვიჯ­და. ჩვე­ნი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­ში გაშ­ვე­ბა წი­ნა რე­ჟი­მის მტკი­ცე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო. ჩვენს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას ამ­ტ­კი­ცებს 8 ექ­ს­პერ­ტი.

­- ავ­თან­დილ ხერ­კი­ლა­ძე რით გარ­და­იც­ვა­ლა ცი­ხე­ში?

- მე და ხერ­კი­ლა­ძე ერთ სა­კან­ში ჩაგ­ვ­ს­ვეს და ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის თვალ­წინ მა­წა­მებ­დ­ნენ. რო­გორ ფიქ­რობთ, ერ­თად შემ­თხ­ვე­ვით მოვ­ხ­ვ­დით? ხერ­კი­ლა­ძე რო­გორ მოკ­ლეს, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, იმა­საც, რა­ტომ ჩა­მო­იხ­რ­ჩო თა­ვი თუ ჩა­მო­ახ­რ­ჩ­ვეს და­ვით კე­კუა, რო­მელ­მაც შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­აქ­რო ტყვი­ის გუ­ლა. ყვე­ლა­ფერს თა­ვის დრო­ზე აეხ­დე­ბა ფარ­და.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ