რა გახდა კარდიოლოგ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის სიკვდილის მიზეზი?

რა გახდა კარდიოლოგ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის სიკვდილის მიზეზი?

კაფე "გალერიში" 23 წლის ახალგაზრდა, დავით ცხაკაია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალების ზედმეტი დოზა გახდა.

გარდაცვლილის ცხედარს ჯერ ქსპერტიზა არ ჩატარებია და არ არის ცნობილი, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ნარკოტიკების ზემოქმედებით გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

მკვლელობის ვერსია კი გამოირიცხა - შსს-ში განაცხადეს, რომ დავით ცხაკაიას წინასწარი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ცნობილი გახდა, რომ დავით ცხაკაია ცნობილი ექიმის, კარდიოლოგ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილია.

შემთხვევა კაფეში დღეს, გამთენიისას მოხდა.

"ამბები.გე"-ს კორესპონდენტი კაფე "გალერიში" იმყოფებოდა.

ხათუნა კალანდაძე( კაფე "გალერის" დღის მენეჯერი): " არანაირი ინციდენტი არ მომხდარა - ჩხუბი ან შელაპარაკება. როგორც ვიცი, 23 წლის ბიჭი გულით გარდაიცვალა. მე დილის ცხრა საათიდან ვმუშაობ, რომ მოვედი, ეს ფაქტი უკვე მომხდარი იყო. ღამის ცვლის თანამშრომლები აქ არ დამხვედრიან. პოლიცია იყო, ჩვენებაც მივეცი. სავარძელში იპოვეს და სავარაუდოდ, გულით არის გარდაცვლილი, გული ჰქონია ამ ბიჭს ავადმყოფი. მე მითხრეს, რომ ეს გულიკო ჩაფიძის შვილიშვილია, მეტი არაფერი არ ვიცი. მე არ ვიცნობდი ამ ბავშვს, დღისით აქ არასდროს მინახავს. სადღაც ხუთიდან შვიდ საათამდე, გამთენიისას მოხდა ეს ამბავი. მეგობრებიც იყვნენ მასთან ერთად და ისინი დაკითხვაზე წაიყვანეს."

ხათუნა გაგნიძე,

ელენე ცინცაძე

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ