ტოპ-5 საშიში "ბოიფრენდი"

ტოპ-5 საშიში "ბოიფრენდი"

სასიყვარულო ურთიერთობებს ყოველთვის როდი ახლავს რომანტიკული დასასრული. ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ამის ნათელი მაგალითია. წარმოგიდგენთ 5 ყველაზე საშინელ "ბოიფრენდს".

სანტიაგო მარტინესი - ყოფილი შეყვარებულის დამარხვა

ის თავისი ორი მეგობარი გოგონას მკვლელობისთვის გაასამართლეს. მარტინესმა მეორე გოგონა იმის გამო მოკლა, რომ მან უარი თქვა მარტინესის ყოფილი შეყვარებულის დამარხვაზე, რომელიც მარტინესმა წინა დღით მოკლა.

მარტინესის პირველი მსხვერპლი 28 წლის კრისტინა უილკერსონი იყო. ჩხუბის დროს მარტინესმა მას ცივი იარაღით 20 ჭრილობა მიაყენა, ბოლოს კი ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა.

მამაკაცის მეორე მსხვერპლი 24 წლის მაირა ოროსკოა. მარტინესი ოროსკოსთან ერთად მანქანით მოძრაობდა, როცა მას კრისტინას მკვლელობაში გამოუტყდა. მარტინესმა აღნიშნა, რომ კრისტინასთან დაშორების შემდეგ მათ ვერ შეძლეს მეგობრებად დარჩენა, რის გამოც მისი მოკვლა მოუწია,  ახლა კი ისინი კრისტინას დასამარხად მიდიოდნენ, რომლის ცხედარიც მათივე მანქანის საბარგულში იყო. ამ აღიარების შემდეგ მარია ოროსკო შეეცადა დაერეკა 911-ში, თუმცა მარტინესი გოგონას განზრახვას მიუხვდა და ისიც მოკლა.  

28 წლის მარტინესს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 30 წუთში გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.

მაიკლ ვინსონი - ლუდის მოყვარული

მაიკლ ვინსონის მეგობარ გოგოს მშობიარობა დაეწყო და მამაკაცს სამშობიაროში წაყვანა სთხოვა. ვინსონს ამაზე არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა - მან მეგობარ ქალს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა და დანის მუქარით ფულიც წაართვა. ამასთან,  მამაკაცი ამბობდა, რომ ფული ლუდისთვის სჭირდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, გონებაზე მოსულმა ქალმა 911-ში დარეკვა მოასწრო. ამის შემხედვარე მამაკაცმა, ქალის ცემა დაიწყო. საბედნიეროდ, სასწრაფოსა და პოლიციის თანამშრომლები დროულად მოვიდნენ. ქალი და ბავშვი გადარჩნენ, ხოლო მამაკაცი დიდხანს ვერ იხილავს შვილს.

გრეიდონ სმიტი - კონტრაქტი ეშმაკთან

2010 წელს პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა, რის შემდეგაც სპეციალური ჯგუფი მაშინვე გაემართა ჰარლენ ლეიკზე მდებარე სახლში. პოლიციის თანამშრომლებს სახლში 19 წლის ფეხმძიმე ქალი დახვდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი ბოიფრენდი გრენდონ სმიტი მოკვლით ემუქრებოდა. ამასთან, ქალი ამბობდა, რომ გრეიდონმა მას აიძულა ხელი მოეწერა კონტრაქტზე, რომლის თანახმად, მამაკაცს უფლება ექნებოდა ის ნებისმიერ დროს ნებისმიერი ხერხით ეცემა, ამასთან ისე, რომ გოგონას მუცელს არ მიკარებოდა.

სმიტმა უარყო, რომ გოგონას სცემდა, თუმცა აღიარა, რომ ასეთი უცნაური კონტრაქტი არსებობდა.

ერთი თვის შემდეგ პოლიციაში ამჯერად გრეიდონის მამინაცვალმა დარეკა. მამინაცვალმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც დაინახა რომ გრეიდონი გოგონას ახრჩობდა. გრეიდონი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მას დაწყებული ”საქმე” შეაწყვეტინეს და ქალს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. სახლში მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა დაშავებული ფეხმძიმე ქალი, რომელიც მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. საბედნიეროდ, ქალი და ბავშვი გადარჩნენ. გრეიდონ სმიტი კი დააკავეს.

დევიდ ლენგი - ტესტი აივ ინფექციაზე

ეს ისტორია ქუინსში მოხდა. დღესდღეობით ბევრი ახალგაზრდა წყვილი წინასწარ  იკეთებს ანალიზს აივ ინფექციაზე.

ასევე მოიქცნენ 47 წლის დვეინ ლენგი და მისი მეგობარი ქალი. თითქოს ამაში  უცნაური არაფერი იყო, მაგრამ დვეინმა უკვე იცოდა, რომ ის ინფიცირებული იყო. ამიტომ მამაკაცმა თავისი სამედიცინო დოკუმენტი გააყალბა.  მას შემდეგ, რაც მამაკაცმა სასურველი შედეგი მიიღო, ის მეგობარ ქალბატონს გამოუტყდა, რომ ინფიცირებული იყო.

ამ ეტაპზე, უცნობია დაინფიცირდა თუ არა ქალბატონიც, მაგრამ ლენგი დოკუმენტების გაყალბების გამო დაიჭირეს და ახლა მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჯაკობ სმიტი - თავდაცვა

ჯაკობი სმიტს ძალიან უყვარდა საღამოობით ტელევიზორის ყურება. ერთ დღეს მისი პარალიზებული მეგობარი გოგო ტიშა ბელი, რომელიც შშმ პირების ეტლით გადაადგილდებოდა ტელევიზორის წინ მაშინ გაჩერდა, როცა მამაკაცი ტელევიზორს უყურებდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მამაკაცმა გოგონა სასტიკად სცემა.

ჯაკობიმ არ უარყო გოგონას ცემის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა.

პოლიციელები შოკირებულნი იყვნენ ამ განცხადებით, რადგან ნაცემ გოგონას ორივე ხელი და ფეხი ამპუტირებული ჰქონდა და ის ნაწილობრივ პარალიზებული იყო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ტიშა ბელმა გადაიფიქრა ბოიფრენდისთვის ჩივილი და ახლა მას  სურს ჯაკობის ცოლადაც გაჰყვეს.

მომზადებულია unnatural.ru- ს მიხედვით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ