"ბიჭო, რას შვრებით, მღუპავთო?" და იარაღის გასროლის ხმა გაისმა - მოკლული ზურაბ ჟვანია იყო, ამას ვიდეოთი იღებდნენ"

"ბიჭო, რას შვრებით, მღუპავთო?" და იარაღის გასროლის ხმა გაისმა - მოკლული ზურაბ ჟვანია იყო, ამას ვიდეოთი იღებდნენ"

ამონარიდი გაზეთ "ალიას" სტატიიდან:

რამდენიმე წლის წინათ თემურ შაშიაშვილი აცხადებდა, რომ ზურაბ ჟვანია მანქანაში მოკლეს, სადაც სააკაშვილი, მერაბიშვილი და პრეზიდენტის დაცვის წევრი იმყოფებოდნენ. არის სხვა ვერსიებიც... თუმცა, ამ რამდენიმე თვის წინ, "ალიამ", სანდო წყაროზე დაყრდნობით, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ეს ინფორმაცია, წყარომ ჟვანიას საქმის მთავარი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით მიაწოდა. აი, რას წერდა "ალია":

"გამოძიების ხელმეორედ დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ პროკურატურისთვის ახალი გარემოების შესახებ ცნობილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გახდა, პროკურატურა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მოწმეზე გავიდა.

სანდო წყაროს ინფორმაციით, მოწმე ყვება, სად და როგორ მოხდა მკვლელობა. მისი ჩვენებიდან, აი, რა ირკვევა, რომ 3 თებერვალს, დაახლოებით 00:10 საათზე წყნეთის ასასვლელთან ციმციმებჩართულმა მანქანამ აიარა, ცოტა ხანში მას მოჰყვა სამთავრობო მანქანა, სადაც მძღოლის გარდა ორნი ისხდნენ. მას მოჰყვებოდა კიდევ ერთი, ასევე სამთავრობო მანქანა, რომელსაც მოულოდნელად, შუაში მიმავალი ავტომობილისთვის გადაუსწრია და გზა გადაუკეტავს. მანქანიდან გადმოვიდა მაღალი აღნაგობის მამაკაცი, რომელიც ხარშილაძე უნდა ყოფილიყო. სწრაფი ნაბიჯებით გაექანა და შუა მანქანაში ჩაჯდა. დავინახე, პალტო მოყვა, გააღო კარი და ხელახლა მიიხურა.

ძალიან მალე ხმამაღლა ყვირილი შემომესმა: "ბიჭო, რას შვრებით, მღუპავთო?" და იარაღის გასროლის ხმაც გაისმა - მოკლული ზურაბ ჟვანია იყო. როგორც მახსოვს, ამას ვიდეოთი იღებდნენ. ესკორტის მანქანა უკან მობრუნებული აღარ დამინახავს"...

ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მიზეზებადაც სხვადასხვა ვერსიები სახელდება. ცხადია, ყველა მათგანის საფუძველი ჟვანია-სააკაშვილის უთანხმოებაა. მედიით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟვანია ფოთის პორტის გაყიდვის წინააღმდეგი იყო და სააკაშვილის კლანის ბიზნესინტერესებს შეეწირა. უკვე მედიის ვერსიით, ჟვანია არა ფოთის პორტის, არამედ ბათუმის პორტის გაყიდვის წინააღმდეგი იყო და ამის გამო მოკლეს. პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილმა და თემურ ალასანიამ ერთად მოიშორეს. კერძოდ, ბიძა-დისშვილი 2005 წელს უკვე ჩართულნი იყვნენ იარაღით უკანონო ვაჭრობაში და ამ ბიზნესის გაფართოებისთვის მათ სჭირდებოდათ, რომ საკუთარ კონტროლქვეშ ჰქონოდათ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები, ასევე, ფოთის პორტი. ზურაბ ჟვანიამ სააკაშვილს წინააღმდეგობა გაუწია იარაღით ვაჭრობის საქმეში და ამ ამბავს შეეწირა კიდეც. ერთი ვერსიით კი, ზურაბ ჟვანია წმინდა პოლიტიკურ ბრძოლას შეეწირა. ის ოპოზიციაში გადასვლას, სააკაშვილის გუნდის მხილებას გეგმავდა და ბადრი პატარკაციშვილთან ერთად აპირებდა ბრძოლისუნარიანი პარტიის ჩამოყალიბებას. შემდეგ ხალხის სააკაშვილის წინააღმდეგ ამხედრებას გეგმავდა საპროტესტო აქციებით, რასაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვებოდა, სადაც ჟვანიას გუნდი დაამარცხებდა "ნაცმოძრაობას" და უმრავლესობით მოვიდოდა პარლამენტში, შემდგომში კი, მას პრეზიდენტის სავარძელსაც გამოაცლიდა ჟვანია. სააკაშვილმა ჟვანიას გეგმის შესახებ მისივე თანაგუნდელისგან, გია ბარამიძისგან შეიტყო და თავიდან მოიცილა მოწინააღმდეგე. მოკლედ, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მიზეზებსა და ადგილ-ვითარებაზე მრავალი ვერსიაა და ვიდრე გამოძიება თავის ოფიციალურ და ეჭვმიუტანელ ვერსიას წამოაყენებს, მათ მანამდე ექნებათ არსებობის უფლება.

ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი "ქრონიკა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ